ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად
19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრას“ ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.
ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს. ჩეთბოტი ვებგვერდზე ინტეგრირდება და მისი მეშვეობით ნიკო ნიკოლაძე თავად ისაუბრებს საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ჰაკათონის შედეგად შეიქმნება XIX-XX საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს ნიკო თვითონ უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გარდა ამ მნიშვნელოვანი შედეგისა, ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის ახალი ცოდნის შესაძენად", – ამბობს ანა კვანჭილაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ჰაკათონის ჩატარებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და კომპანია ანიმა ჩეტბოტიქსი ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებისთვის ჩაატარებენ ღია ლექციებისა და ვორკშოპების ციკლს და მონაწილეებს ჩეთბოტის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან. ლექციები გაიმართება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებაც.
ჩეთბოტი ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის საუბრების სიმულაციას ახდენს და დიალოგის წარმართვა შეუძლია. ჰაკათონში მონაწილეობისათვის საჭირო არ არის სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა.
"ჩეთბოტის შექმნა ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის პროგრამირების ცოდნასა და დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ამ ჰაკათონისა და მისი საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოკლე დროში შეისწავლოს ეს ტექნიკა და გახდეს ნარატივდიზაინერი, ანუ ჩეთბოტების მწერალი", – აღნიშნა მარიამ გოჩიაშვილმა, ანიმაჩეთბოტიქსის წარმომადგენელმა.
მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. ადამიანის შექმნილ რობოტს დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს. მათ რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თვითონ სიტყვა რობოტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და ის პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა.
მოგვიანებით სიტყვისაგან რობოტი კიდევ ერთი ახალი სიტყვა ბოტი წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადახვა ამოცანას. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან.
"დღეს ხშირად კამათობენ იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული წიგნი ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნს. წიგნის მომავალზე საუბარი ძირითადად მის ფორმას შეეხება ხოლმე, მაგრამ ცვლილება ალბათ უფრო რადიკალური იქნება. სავარაუდოდ, წიგნი მომავალში ინდივიდზე, მკითხველზე იქნება მორგებული და მასთან უშუალო კონტაქტი , საუბარი იქნება შესაძლებელი. ამის გაკეთება ჩეთბოტის საშუალებით შეიძლება.
ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნა მისი ბიოგრაფიის, მისი გამონათქვამების, მასთან დაკავშირებული მოგონებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება. ჩეთბოტის შემქმნელებმა ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი, ანუ მისი ენობრივი ასლი უნდა ააწყონ", –აცხადებს სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი.
4-დღიანი ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
მთავარი პრიზი გულისხმობს ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის I ადგილზე გასული გუნდისთვის – 2500 ლარის, II ადგილზე – 1500 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდისთვის – 1000 ლარის ოდენობით.
სპეციალური პრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კი გადაეცემა 2 რჩეულ გუნდს, მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. სტუდენტური გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 500-ლარიან ვაუჩერს ილიაუნის ნებისმიერ აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო სტუდენტური გუნდი – 1000- ლარიან დაფინანსებას.
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას სრულყოფილი ჩეთბოტის შესაქმნელად.
"ტექნოლოგიური განვითარების უდიდეს მოყვარულსა და დამნერგავს საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა, რომ მისი გარდაცვალებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ტექნოლოგიების გამოყენებით მასთან საუბარს ისევ შევძლებთ, თავად ნიკო ნიკოლაძისგან შევიტყობთ მისი უდიდესი მნიშვნელობის პროექტებისა თუ პროგრესული შეხედულებების შესახებ. ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ ნიკოს ციფრულად სტუდენტები და მოსწავლეებიგააცოცხლებენ", – თქვა ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერმა რუსკა უსტიაშვილმა.
პროექტის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, AnimaChatbotics, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჰაკათონის ღონისძიება ან გაწევრიანდით ფეისბუქჯგუფში.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები