რას ნიშნავს ხმების პარალელური დათვლა — სახალხო დამცველის განმარტება
ფოტო: სახალხო დამცველი / FB
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია მოიცავს საარჩევნო უბნის გახსნიდან მის დახურვამდე მიმდინარე პროცედურებზე დაკვირვებას. TV პირველის ეთერში ლომჯარიამ განაცხადა, რომ PTV მეთოდოლოგიით შესაძლებელია არა მხოლოდ საარჩენო პროცედურების კონკრეტული დარღვევების გამოვლენა, არამედ შეფასება, რა გავლენის მოხდენა შეეძლოთ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
"ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ხდება დაკვირვება უბნების გახსნიდან უბნის დახურვამდე ყველა პროცედურაზე და თითოეულ ეტაპზე გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით იგზავნება მონაცემები სპეციალურ სისტემაში, რომელიც აჯამებს ამ მონაცემებს. ხმების პარალელური დათვლა იძლევა საშუალებას, არა მარტო ვიცოდეთ რა კონკრეტულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი სხვადასხვა უბანზე, არამედ, ვიცოდეთ, რა მასშტაბის იყო ეს დარღვევები და რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამ დარღვევებს თავად პროცესზე და უკვე, არჩევნების შედეგებზე", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
ნინო ლომჯარიას თქმით, მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მიზანია იმის დადგენა, არჩევნების საბოლოო შედეგები და თითოეულ უბანზე დაფიქსირებული შედეგების ჯამი ცდომილებაში ხომ არ მოდის ერთმანეთთან.
"ეს მეთოდოლოგია გამოიყენება იმ მიზნითაც, რომ ჩვენ დავინახოთ უბნებზე დაფიქსირებული ოქმები ხომ არ შეიცვალა უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ", — ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ PTV არ არის ზუსტი მეთოდოლოგია და მას აქვს ცდომილების საზღვრები. თუ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგები ჯდება PTV-ს ცდომილების ფარგლებში, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნიდან მონაცემების ცესკოს საიტზე გამოქვეყნებამდე, გზაში, ისინი არსებითად არ შეცვლილა.
"თუ ცესკოს მონაცემები ჯდება მის ცდომილების საზღვრებში, ეს ნიშნავს იმას, რომ უბანზე ოფიციალურად შედგენილი ოქმები, ფაქტობრივად იგივე რაოდენობით აიტვირთა, ან იგივე მონაცემები აიტვირთა ცესკოს მიერ", — ამბობს ლომჯარია.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ PTV მონაცემების ანალიზისას, სურათი უნდა დავინახოთ ფართო მასშტაბით, რადგან ციფრების სახით დაფიქსირებული შედეგი, მისი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია.
"ის შედეგები, რასაც ხმების პარალელური დათვლა აცხადებს კონკრეტულ სუბიექტებთან მიმართებით შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხმების პარალელური დათვლის სხვა მონაცემების საფუძველზე, რომელიც შეეხება თვითონ პროცესის შეფასებას", — განმარტავს ლომჯარია.
ხმების პარალელური დათვლის შედეგების შინაარსზე ისაუბრა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც. დღეს, პარტიის ოფისში, სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული PTV-ს გამოსათვლელი ფორმულის ხარვეზთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ განაცხადა, რომ იგი არა მხოლოდ ოქმების, არამედ მთლიანად, საუბნო ხმების დათვლაა.
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ორგანიზაციას არანაირი ოქმები არ შეუდგენია და ცალკე არჩევნები არ ჩაუტარებია. ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ დათვალეს ცენრტალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმები.
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოქმების პარალელური დათვლა ვერ ადგენს შესაძლო დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილს. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების მიერ შესაძლო მათემატიკური შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, რომ საერთო ჯამში არჩევნები კარგად ჩატარდა.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
გაიგეთ მეტი:
- PVT-ს და ცესკოს მონაცემების თანხვედრა ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა — კობახიძე
- PVT-ში შესაძლო შეცდომები არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო კარგი — ჯაფარიძე
- ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა — USAID
- ბატონ კობახიძეს თუ კითხვები აქვს, უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ISFED-ს ცალკე არჩევნები არ ჩაუტარებია — ნიჟარაძე
- კობახიძე ISFED-ის ხელმძღვანელისგან იმ უბნების წარდგენას ითხოვს, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინეს
- კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! — თეა წულუკიანი ISFED-ზე
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები