ახალი სისტემით მარსის მარილიანი წყლისგან ჟანგბადის მიღება იქნება შესაძლებელი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟანგბადისა და წყალბადის გამოყოფა მარსის ზედაპირზე არსებული მარილიანი წყლის ნალექებიდან.
ისინი ფიქრობენ, რომ მსგავს სისტემაში ელექტროლიზის პროცესმა, შესაძლოა, დედამიწაზე კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გამოიღოს.
"ჩვენი მარსული მარილიანი ელექტროლიზატორი რადიკალურად შეცვლის მარსის მისიების შესასრულებლად ჩატარებულ ლოჯისტიკურ გამოთვლებს", — აღნიშნა თავის განცხადებაში ვიჯაი რამანიმ, ქიმიური ინჟინერიის პროფესორმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გუშინ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორმა. "ამ ტექნოლოგიის გამოყენება არა მხოლოდ მარსზე, არამედ დედმიწაზეც სარგებლის მომტანი იქნება, ვინაიდან მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ოკეანეების გამოყენება ჟანგბადისა და საწვავის წყაროდ", — დასძინა მან.
მარსის ზედაპირის სიმულირებისთვის გუნდმა ეს სისტემა -36.11oC-ზე გამოსცადა. შედეგები შთამბეჭდავი იყო. აღმოჩნდა, რომ ამ სისტემის გამოყენებით იმაზე 25-ჯერ მეტი რაოდენობით ჟანგბადის წარმოქმნაა შესაძლებელი, ვიდრე მარსის ჟანგბადის რესურსების ადგილზე გამოყენების ექსპერიმენტით (MOXIE), რომლიც NASA-ს ახალ როვერ შეუპოვროვაშია ჩამონტაჟებული.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მარსის წყალში არსებული მინარევები საბოლოოდ, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ამ საქმეში. "ისინი ხელს უშლიან წყლის გაყინვას. ასევე აღსანიშნავია, რომ მინარევებიანი წყლის წინაღობა უფრო დაბალია, რაც აუმჯობესებს ელექტოლიზატორი სისტემის მუშაობას", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი და მეცნიერი, შრიჰარი სანკარასუბრამანიანი, თავის განცხადებაში.
გუნდი ამჟანამად გეგმავს აღნიშნული სისტემის გამოცდას დედამიწის მინარევებიან მარილიან წყალზე, ჟანგბადისა და წყალბადის გამოყოფის მიზნით.
ამ ტექნოლოგიამ, შესაძლოა, საბოლოოდ გადაჭრას წყალქვეშა ნავებსა და სხვა ღრმა წყლებში მავალი საზღვაო ხომალდების ჟანგბადით მომარაგების პრობლემა.
კომენტარები