Visa B2B გადახდების გაციფრულებას ვირტუალური ბარათების საშუალებით აპირებს
Visa-მ თავისი ძალები Conferma Pay-სთან გააერთიანა, რათა გამოეშვათ B2B გადახდის პაკეტი, რაც გააუმჯობესებს ფულის დინებას ბიზნესებში.
Visa Commercial Pay შესთავაზებს ბიზნესებს მრავალრიცხოვანი ბარათების მართვის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს ვირტუალური ბარათების შექმნას დასაქმებულებისთვის.
მოცემული პაკეტი ასევე შეიცავს Visa Commercial Pay Travel-ს, რაც აქტიურად დაეხმარება ბიზნესებს მოგზაურობის დროს თავიანთი დანახარჯების, მაგალითად, სასტუმროების ან სულაც ფრენის ხარჯების გაკონტროლებაში, ხოლო Visa Commercial Pay B2B-ის დახმარებით, კომპანიებს საშუალება მიეცემათ მონაცემები კიდევ უფრო დეტალურად შეაგროვონ, რათა უკეთესად აღიქვან მათი ფულის ბრუნვა.
“Visa Commercial Pay-ის გამოშვება ხელს შეგვიწყობს დავაჩქაროთ B2B ფულის მოძრაობა ნელი, ძველი გამოუსადეგარი მეთოდებიდან სწრაფისაკენ, მონაცემთა წყაროთი სავსე, დაცული ციფრული გადახდებით, რაც ბიზნესებს მისცემს თავიანთი ფინანსების გაკონტროლების უკეთეს საშუალებას“, — ამბობს კევინ ფალენი, Visa Business Solutions.-ის გლობალური ხელმძღვანელი.
კომენტარები