როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი კარანტინისთვის
ფოტო: Adapter
პანდემიის მეორე ტალღა, პირველთან შედარებით, გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ ამძიმებს არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში. ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაც უდიდესი დარტყმასწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.
საყოველთაო კარანტინმა ბევრი მეწარმე აიძულა დაეხურა ბიზნესი — ზოგი დროებით, ზოგიც გაცილებით დიდი ხნით, ან სამუდამოდაც კი. სამწუხარო რეალობაა, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია უკეთესობის იმედს ახლო მომავალში ნამდვილად არ გვაძლევს. მრავალი რეკომენდაცია არსებობს, როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს თავი დაიზღვიონ ეკონომიკურად "დაინფიცირებისგან", რაც შეიძლება არა მხოლოდ დროებით დახურვას, არამედ საქმიანობის დასასრულსაც ნიშნავს არაერთი ბიზნესისა თუ მეწარმისთვის.
ლოქდაუნი კვლავაც მოსალოდნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი და საქმიანობა აუცილებლად უნდა გაჩერდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პარალიზების თავიდან აცილებას შესაძლებელს ხდის, თანაც არც ისე რთული გადაწყვეტებით. ამიტომ, თუ არ გსურთ გააჩეროთ თქვენი ბიზნესი და მიმდინარე საქმიანობა, პირველ რიგში, ამ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციაა საჭირო.
ხსნა ინტერნეტშია
პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ ფიზიკური დახურვა არ ნიშნავს ბიზნესის საბოლოოდ დახურვას. ინტერნეტი ის სივრცეა, სადაც ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის ფუნქციონირების გაგრძელება. თანაც, ეს ყველაფერი არც ისე რთულია, როგორც ბევრ მცირე მეწარმესა თუ მფლობელს შეიძლება ეგონოს. ინტერნეტთან ადაპტაცია მარტივია და ხელმისაწვდომიც. მთავარია კარგად მოარგოთ თქვენი ოპერაციების ინტერნეტ გარემოს.
ოპერაციების პროცესების გადატანა ინტერნეტში
რეალურად, უმრავლესი ბიზნესისთვის, ოპერაციები შეგვიძლია ორ დიდ კატეგორიად დავყოთ:
- შიდა პროცესები, რაც გულისხმობს მარაგების მართვას, შემოსავლების აღრიცხვას და ბუღალტერიას;
- გარე პროცესები — მომხმარებლის მოზიდვა, გაყიდვის დასრულება, გადახდის მეთოდები და მომხმარებლისთვის მიწოდება.
ამ ყველაფრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა www.adapter.ge — ადაპტაციის პროგრამა ბიზნესებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციის ინტერნეტში გადატანაში, ყველაზე სწრაფად, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა სახის ინვესტიციის გარეშე.
ადაპტერში ჩართვით ნიშნავს, რომ:
- თუ ფიზიკური მაღაზია დაიკეტა, შენი მაღაზია გააგრძელებს მუშაობას ინტერნეტ სივრცეში — www.extra.ge-ს ინტერნეტ მოლს ყოველდღიურად 40 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს. წარმოიდგინე, რომ შენი მაღაზია ყველაზე დიდ მოლში რომ იყოს და მის წინ ყოველდღიურად ათეულობით ათასი ადამიანი მიდი-მოდიოდეს, რომელსაც ყიდვა სურს გარკვეული ნივთების. ცხადია, გაცილებით დიდია ალბათობა იმისა, რომ შენი შეთავაზებაც მათი ყურადღების არეში მოექცეს და გაიჩინო ახალი მომხმარებლებიც, რომლებიც მანამდე ვერ გპოულობდნენ.
-
აკონტროლებ და მართავ შენ მარაგებს ინტერნეტით. www.optimo.ge არის მარტივი პროგრამა, რომელიც დაგეხმარება, როგორც შენი არსებული მარაგის ინვენტარიზაციაში და აღრიცხვაში, ასევე გაყიდვებისა და შემოსავლის აღრიცხვაში, რომ ზუსტად ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან ნახო, რამდენი გაყიდე, რა შემოსავალი მიიღე და რა პროდუქცია გაქვს მარაგში.
- სარგებლობ მიწოდების სერვისით — Extra.ge-ს საკურიერო მომსახურება მიაწვდის შენს გაყიდულ პროდუქციას მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგულაციის დაცვითა და სრული პასუხისმგებლობით.
- ფიქრობ რომ ფიზიკური საწყობის დაკეტვაც მოგიწევს? — ადაპტერი საწყობის მომსახურებასაც გთავაზობს. შეგიძლია შენი პროდუქცია დროებით განათავსო საწყობში, საიდანაც გაყიდვის შემდეგ ტრანსპორტირება პირდაპირ მოხდება. შესაბამისად, შენი საწყობის გახსნაც კი აღარ მოგიწევს.
- ლიცენზია? — ადაპტერში ინტეგრირებული ყველა სერვისი ავტორიზებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც გაყიდვის, ისე მიწოდებისპროცესი სრულად რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. შესაბამისად, ლიცენზიაზე საფიქრალიც არ გაქვს. ადაპტერში ჩართვით, ლიცენზია მომენტალურად შენზეც გავრცელდება.
სიტუაცია რთულია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ რთულ სიტუაციაშიც არ შეიძლება გამოსავლის პოვნა. ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ და გავუმკლავდეთ. ამაში კი რესურსების გაერთიანება, გაზიარება და ერთმანეთის დახმარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
ასე რომ, თუ ფლობთ ბიზნესს, მაღაზიას, ან ყიდით საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს და ფიქრობთ, რომ მოსალოდნელი კარანტინი თქვენი ბიზნესის პარალიზებას ან შეფერხებას მოახდენს, ნუ დანებდებით მარტივად — ჩაერთეთ ადაპტერში.
იმისათვის, რომ კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდნენ და გაგაცნონ პროექტის დეტალები შენი ბიზნესისთვის, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები ბმულზე.
ეს პირველი ნაბიჯი იქნება ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად, დანარჩენს კი ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები