ქართველი ექსპერტები მაიკ პომპეოს საქართველოში აშშ-ს ჯარების განთავსებით მიმართავენ
ფოტო: AP Photo
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველი ექსპერტები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში აშშ-ს ჯარის განთავსებით მიმართავენ. ღია წერილი თბილისში სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს გავრცელდა.
ისინი აღნიშნავენ საქართველოს წვლილს დასავლეთისა და ევროპის ინტერესების განმტკიცებაში და ამბობენ, რომ საქართველო ქვაკუთხედია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში თავისი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად. ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს ხელმძღვანელობით ევროატლანტიკური სისტემა ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.
"ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასატაბილურობის ზონა გახდა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების უმრავლესობა მოდის რუსეთის ამბიციებიდან, აღადგინოს საბჭოთა ეპოქის "გავლენის სფეროები", რასაც მოსკოვი "ახლო საზღვარგარეთად" განიხილავს. თავისუფალი ქმედებებით შთაგონებულმა რუსეთმა თავისი სამხედრო პოზიციების განმტკიცებისთვის ცოტა ხანის წინ მთიან ყარაბაღში სამხედროები განათავსა", — ნათქვამია წერილში.
როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს თავისუფლებამოყვარული მოქალაქეები ფუნქციური დემოკრატიის შექმნას ცდილობდნენ. მათივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა აშშ-ს მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აშშ-ს მისიაში სიამაყით მსახურობენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ს ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი მხარდაჭერა აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა იქნება.
"ასეთი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირეების (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციის საფუძველზე, ასევე, ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რომელიც ამერიკულ და და მოკავშირეთა ძალებს მიანიჭებს ფართო სპექტრს უწყვეტი ოპერირებისთვის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობის მხრიდან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, რითიც თავიდან იქნება აცილებული მყისიერი საფრთხეები და დაეხმარება საქართველოს უფრო მიუახლოვდეს NATO-ს წევრობას", — ნათქვამია წერილში.
როგორც ექსპერტები წერილში აღნიშნავენ, ისინი სრულად მიესალმებიან აშშ-საქართველოს ალიანსის განმტკიცებას, მათ შორის ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აშშ-ს სამხედრო ძალებს განთავსებას.
წერილს ხელს აწერენ:
- ზვიად აძინბაია;
- ეკა აკობი;
- ირაკლი ალასანია;
- ირინა არაბიძე;
- ფიქრია ასანიშვილი;
- გიორგი ასტამაძე;
- ნატო ბაჩიაშვილი;
- გიორგი ბადრიძე;
- ზურაბ ბატიაშვილი;
- ზაზა ბიბილაშვილი;
- ლევან ბოძაშვილი;
- ეთო ბუზიაშვილი;
- მიხეილ დარჩიაშვილი;
- დავით დარჩიაშვილი;
- ჯაბა დევდარიანი;
- პაატა გაფრინდაშვილი;
- კახა გოგოლაშვილი;
- გიორგი გოგუაძე;
- თორნიკე გორდაძე;
- გიორგი გვალია;
- შოთა გვინერია;
- გია ჯაფარიძე;
- თედო ჯაფარიძე;
- ნინო კალანდაძე;
- ნოდარ ხარშილაძე;
- თინათინ ხიდაშელი;
- ბექა კობახიძე;
- ბათუ ქუთელია;
- ხათუნა ლაგაზიძე;
- ეკატერინე მეტრეველი;
- გიორგი მგალობლიშვილი;
- ხათუნა მშვიდობაძე;
- გიორგი მუჩაიძე;
- სოფია პეტრიაშვილი;
- ალექსანდრე პეტრიაშვილი;
- თენგიზ ფხალაძე;
- მირიან ფოფხაძე;
- ირაკლი ფორჩხიძე;
- დათუნა რაქვიაშვილი;
- გიორგი რუხაძე:
- თორნიკე შარაშენიძე;
- ვასილ სიხარულიძე;
- გელა ვასაძე;
- თემურ იაკობაშვილი.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები