საკრუიზო გემი, რომელიც პანდემიისას კარიბის ზღვაში გავიდა, კარანტინშია
SeaDream-ის იახტების კლუბის საკრუიზო გემი SeaDream 1 პირველი იყო, რომელიც პანდემიის დაწყებიდან კარიბის ზღვას დაუბრუნდა. მის ბორტზე მყოფ მგზავრებს კი COVID-19 აღმოაჩნდათ.
მგზავრებს უთხრეს რომ კაიუტებში იზოლირებულიყვნენ, გემი კი ბარბადოსის პორტს უბრუნდება. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება.
პანდემიის დასაწყისში რამდენიმე საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსი გავრცელდა, რის გამოც ათასობით ადამიანი, რამდენიმე კვირის მანძილზე, ზღვაში აღმოჩნდა გაჭედილი. გემზე ვირუსის გავრცელების ყველაზე ნათელი მაგალითი თებერვვალში, იაპონიის სანაპიროზე გაჩერებულ Diamond Princess-ზე დაფიქსირდა. CDC-ის მიხედვით, კორონავირუსი 700 მგზავრს აღმოაჩნდა.
საკრუიზო გემების ბიზნესს პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა. რთულია დაარწმუნო ადამიანი ავიდეს გემზე, როცა არსებობს საშიშროება, რომ ზღვაში გაჩერება შეიძლება კვირების მანძილზე, მსოფლიოსგან მოწყვეტილს მოუწიოს. თუმცა, მსგავს გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, პანდემიისთვის თავის არიდების მიზნითაც იღებენ ადამიანები.
SeaDream მგზავრებს პირობას აძლევდა, რომ COVID უარყოფით გარემოს შექმნიდა. კომპანია ადამიანებს გემზე ასვლამდე და ასვლის შემდეგაც ტესტავდა. აღსანიშნავია, რომ CDC ისეთი საკრუიზო და სატრანსპორტო გემების გადაადგილებას კრძალავს, რომელსაც 250 ან მეტი ადამიანის დატევა შეუძლია.
კომენტარები