ბანკების მომავალი: ფილიალების გარეშე?
დღეს მსოფლიოში 75 ათასი საბანკო ფილიალია. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და გასაგებია რატომაც. ნაცადი ხერხია, რომ ფილიალი მომხმარებელს უფრო ლოიალურს ხდის, ზრდის გაყიდვებს და ხელს უწყობს, რომ პერსონალური კომუნიკაცია დამყარდეს ბანკსა და მომხმარებელს შორის. თუმცა, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაღალი დონის ოპერაციული მომსახურების სიძვირე იყო უპირველესი მიზეზი, რის გამოც გაჩნდა დისტანციური საბანკო მომსახურება.
ტექნოლოგიები, რომელსაც დისტანციური საბანკო მომსახურება მოითხოვს, სულ უფრო და უფრო ვითარდება, შესაბამისად, ის იაფდება და მრავალმხრივი ხდება. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა: დისტანციური ავთენტიფიკაციის მეთოდები, ისეთი როგორიც არის 2FA(მულტიფუნქციური ავთენტიფიკაცია), ბიომეტრია და ციფრული თითის ანაბეჭდები, უკვე გამოყენებულია, შესაბამისად, კომპრომიტირებადია. სწორედ ესაა, რაც დისტანციურ საბანკო მომსახურებას საფრთხეს უქმნის.
სტატიის ფარგლებში კი ვცდილობთ, ვიმსჯელოთ, თუ რა არის ბანკების მომავალი: ფილიალები თუ დისტანციური სერვისი.
გლობალური ქსელი ფილიალების ყველა ფინანსური ინსტიტუციებისთვის
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, 75 ათასი ფილიალი, როგორც განცალკევებული ერთეული - დამოუკიდებელი ქსელი. ბანკებისგან დამოუკიდებელი, მაგრამ ხელმისაწვდომი სხვა ფინანსური ინსტიტუციებისთვის, როგორებიც არიან ბროკერები, ფინანსური მრჩეველები, გადახდის პროვაიდერები, ვალუტის გადამცვლელები, ფულის გადარიცხვების სერვისები და ბევრი სხვა.
შემდეგი მაგალითები საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებებზეა, რომელიც ფიზიკურ კომუნიკაციებს მოითხოვს.
- საიმედო იდენტიფიკაციის პროცესი. დისტანციური საბანკო მომსახურება, სულ უფრო ხშირდება. ეს დაკავშირებულია მობილურის იდენტიფიცირების ტექნოლოგიის განვითარებასთან, როგორიცაა: ხმისა თუ სახის ამომცნობი სისტემები და სხვა. ეს იდენტიფიკაციის მეთოდები ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის კარგად მუშაობს, მაგრამ საკმარისად არაა დაცული დიდი გადარიცხვებისას. დიდი მოცულობის გადარიცხვები ბიომეტრიულ სკანერს და ფიზკურ კომუნიკაციას მოითხოვს.
წარმოიდგინეთ, ყოველ ფილიალს აქვს შესაძლებლობა, რომ ყოველ მომხმარებელს შესთავაზოს ბიომეტრიული სკანერი. არ აქვს მნიშვნელობა, დასასვენებლად ხარ შრი-ლანკაზე, თუ მშობლიურ ქალაქში. ერთი რაც ასეთ დროს მოგეთხოვება, ესაა ფილიალში მისვლა, საკუთარი თავის წარდგენა და დიდი გადარიცხვების დადასტურება.
ასეთ დროს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ხორციელბდეა ტრანზაქცია. თუ არა, ბანკი მარტივად არკვევს თუ ვინ და როგორ ცდილობს შენი აქტივების მოპარვას.
- ფიზიკური შეხვედრები. მოლაპარაკებებისთვის კომფორტული სივრცე, მოითხოვს შესაფერის უსაფრთხოებას. საჭიროა შესაბამისი გარემო, ავთენტიფიკაცია და ფარული მოსმენისგან თავის დაცვა. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ საშუალებას, რომ მსგავსი მოლაპარაკებები ინტერნეტით ვაწარმოოთ და ეს მოხდეს დაცული ვიდეო კონფერენციით. ეს ხელს შეუწყობს გლობალური ქსელის არსებობას, სადაც იქნება შეხვედრისა და სენსიტიური ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება.
„მეგობარი“ საბანკო ფილიალები შეიძლება გამოვიყენოთ, პერსონალური შეხვედრებისთვის. შეხვედრა შეიძლება იყოს კომპანიების წარმომადგენელბსა და კლიენტებს შორის.
თუ გირაოთი ხარ დაინტერესებული, შენ შეგეძლება ჩანიშნო შეხვედრა შენი ბანკის წარმომადგენელთან, იმ ფილიალში, რომელიც შენთან ყველაზე ახლოსაა: იქნება ეს ნიუ-იორკი, ტოკიო, ვარშავა თუ სხვა.
- ფინანსური განათლება. სწავლისთვის კარგია სივრცე, სადაც უამრავი ფინანსური და ბიზნეს ექსპერტი იკრიბება. ასეთ ადგილებში, ადამიანი ბევრს სწავლობს ფინანსებზე, ბიზნესზე და ზოგადად, ეკონომიკაზე.
თავისუფალი ლექციები და ვორქშოპები ექსპერტებს ცნობადობის გამომუშავებაში ეხმარება, ამის პარალელურად, უკვე ცნობადი ექსპერტები ფასიანი ლექციებითა და ტუტორიალებით თავის ცნობადობის მონეტიზაციას ახდენენ. ასეთი საგანმანათლებლო ღონისძიებები და შესაძლებლობები ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას.
ეს ყველაფერი დადის ტრადიციულ ბანკებზე, მათ ადაპტაციაზე, რათა უკეთ გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები.
კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს მსგავსი მიდგომები
ინფორმაციის მიმოცვლის მხრივ, ჩვენ უკვე გვაქვს კარგი მაგალითი: მიმდინარე ბანკომატების ქსელი ემსახურება კლიენტებს ნებისმიერი ბანკიდან, ნებისმიერ ბანკომატამდე, მთელი მსოფლიოს გარშემო. მცირე საფასურის სანაცვლოდ, მომხმარებლები და ბანკები იღებენ წვდომას ნამდვილ გლობალურ და ფუნქციონალურ ქსელზე. სისტემა უკვე არსებობს, თუმცა, სხვა მიზნისთვის.
მიუხედავად ამისა, ფილიალებს, რომლებიც სხვადასხვა ბანკებს ეკუთვნიან, სჭირდებათ საერთო ძალისხმევა. ფინანსური ჰაბების გლობალური ქსელები საერთო სტანდარტებს საჭიროებს, მაგალითდ: დაშიფრული ვიდეოზარებისთის, გლობალური ინფორმაციის მენეჯმენტისთვის და დაცვის მოდელებისთვის; ბიომეტრიკული იდენტიფიკაციის სტანდარტებისთვის და ბევრი სხვა.
ეს მოდელი ფოკუსირებას ახდენს იმაზე, რაზეც ბანკები ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ზრუნავდნენ - საიმედო ქსელები. დღეს კი, მსოფლიოს, გლობალურ დონეზე, საიმედო ქსელები ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
კომენტარები