არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქორწინების გარეშე თანაცხოვრება და ალკოჰოლი დეკრიმინალიზდა
ფოტო: Unsplash
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ე.წ. ღირსების მკვლელობისთვის ლმობიერი სასჯელი შეიცვალა. ასევე გაუქმდა კანონი, რომელიც ქორწინების გარეშე წყვილების ერთად ცხოვრებას კრძალავდა და ლეგალიზდა ალკოჰოლის მიღება.
ასევე, სახელმწიფოში მცხოვრებ უცხოელებს შეეძლებათ ისარგებლონ საკუთარი ქვეყნის კანონებით განქორწინებისას და მემკვიდრეობის გადაცემის დროს. ისინი ვალდებულები აღარ იქნებიან დაიცვან არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობა, რომელიც ისლამურ რელიგიურ კანონს ემყარება.
ქვეყანა, რომელშიც მიგრანტები მოქალაქეების 9-დან ერთზე მეტს შეადგენენ, უკვე დიდი ხანია თავს საერთაშორისო მასშტაბით თანამედროვე ბიზნესისა და ტურისტული დანიშნულების ადგილად აფასებს და საკუთარ კანონმდებლობას ყოველთვის მკაცრად არ იცავს. შემწყნარებელი მიდგომის არქონის გამო, საამიროების რეპუტაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში შერყეულია. მაგალითად ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი ქალის დაპატიმრებას ითვალისწინებს.
ახალი რეფორმების მიზანია "არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის პრინციპების გამყარება". ის პირველ რიში სახლში მყოფებისთვის ცვლის ნორმებს. საამიროები მომავალ წელს მსოფლიო ექსპოზიციის მასპინძელი ქვეყანაა და ცვლილებები, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება. კორონავირუსის გამო ერთი წლით დაგვიანებულ შეკრებაზე 25 მილიონ ვიზიტორს ელიან.
"ბედნიერი ვარ ახალი პროგრესული კანონების გამო. 2020 წელი მკაცრი და ტრანსფორმაციული წელი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროებისათვის", — განუცხადა Associated Press- ს ადგილობრივმა რეჟისორმა აბდალა ალ კააბიმ. მისი შემოქმედება ხელოვნებაში ისეთ ტაბუდადებულ თემებს ეხმიანება, როგორიცაა ჰომოსექსუალური სიყვარული და გენდერული იდენტობა.
ამ დრომდე, საამიროებში მოსამართლეებს შეეძლოთ მსუბუქი განაჩენების გამოეცხადებინათ, როცა ქალს ნათესავი ესხმოდა თავს ან კლავდა და ეს დანაშაული ე.წ. ღირსების მკვლელობით და ოჯახის რეპუტაციის გადარჩენით მართლდებოდა. ასეთი დანაშაულების მიზეზად ქალის არანათესავ კაცთან მეგობრობა, ურთიერთობა ან მასთან ერთად გაქცევა ფასდებოდა.
Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ როთმა, ცვლილებებს ქალთა უფლებებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, თუმცა შეშფოთება გამოხატა დუბაის მმართველის, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის შვილებთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის განცხადებით, მისი შვილები ბრიტანეთიდან გაიტაცეს, მათ შორის ერთ-ერთი კემბრიჯის ქუჩებიდან. სასამართლოს მიხედვით, ორი ქალის გატაცება სწორედ ალ მაკტუმის მიერ იყო ორგანიზებული და ახლა მის შვილებს თავისუფლება ეზღუდებათ.
საამიროების ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გამკაცრებულ სასჯელს იმ კაცებზე, რომლებიც ქალებს ნებისმიერი სახით ავიწროებენ. თუმცა, ცვლილებებში არ ასახულა ისეთი შეზღუდვების დეკრიმინალიზაცია, როგორიცაა ჰომოსექსუალური ურთიერთობები, საჯაროდ სიყვარულის გამოხატვა ან თავისუფალი ჩაცმის სტილის არსებობა.
მიუხედავად იმისა, რომ საამიროების ქალაქების რესტორნებსა და ბარებში ალკოჰოლი იყიდება, ფიზიკურ პირებს მათ შესაძენად ან სახლში შესანახად ლიცენზია სჭირდებოდათ. ახალი კანონი მუსლიმებს, რომლებიც აღნიშნულ ნებართვას ვერ იღებდნენ, ალკოჰოლის თავისუფლად მიღების ნებას რთავს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები