საბურთალოს საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ანზორ ბიწაძის თქმით, დაკავებულია მათი პარტიის წევრი ოთარ თავართქილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის, 166 მუხლით, რაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

დედაქალაქის მასშტაბით, თითქმის ყველა საოლქო კომისიასთან ამ წუთებში აქციები მიმდინარეობს.