მწვანე უბანი ლისთან — სახლი ბუნებასთან ჰარმონიაში
თანამედროვე ადამიანებისთვის ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა, "ბეტონის ჯუნგლებიდან" გაქცევა და ბუნებასთან სიახლოვე თანდათანობით უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება. სიმწვანესთან შეხება და კომფორტული ინფრასტრუქტურა კი ჰარმონიული ცხოვრების მთავარ კომპონენტად ყალიბდება. სწორედ ამ ტენდენციას ამკვიდრებს საქართველოში "გრინ დეველოპმენტი" — კომპანია, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანმა თავი ბუნების ჯანსაღ ნაწილად იგრძნოს.
ეკოლოგიურად სუფთა, წყნარი გარემო; ქალაქის ინტენსიური ნაკადისგან და ხმაურისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი, ენერგოეფექტური სახლები და ვილები; მაქსიმალურად დაცული გარე სივრცე; გამწვანებული სკვერები და სასეირნო ხეივანი — ეს "მწვანე უბანია ლისთან".
ამ სტატიაში სწორედ გრინ დეველოპმენტის ყველაზე გამორჩეული პროექტის "მწვანე უბანი ლისთან" შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ მის სტანდარტებსა და კომპანიის სამომავლო პროექტებს.
საცხოვრებელი კომპლექსი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
დეველოპერული კომპანია გრინ დეველოპმენტი საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი. მისი მრავალი პროექტიდან ყველაზე გამორჩეული და მსხვილი "მწვანე უბანი ლისთანაა". პროექტს საფუძველი 2016 წლის სექტემბერში ჩაეყარა და მის ფარგლებში, რამდენიმე ეტაპად, ევროპული სტანდარტების ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პირველ ეტაპზე ტყისპირის უბნის მშენებლობა დასრულდა და მასში უკვე დაიდეს მაცხოვრებლებმა ბინა. ამჟამად კი "მწვანე უბანი ლისთან" განვითარების მეორე ფაზაშია და "ევროპული უბნის" მშენებლობა მიმდინარეობს. აქ 12 დაბალსართულიანი კორპუსის და ერთი ფუნქციური შენობის (4 სართულიანი პარკინგი, კომერციული და საოფისე ფართები) მშენებლობაა დაგეგმილი.
კომპანიაში მესამე ფაზის განვითარებაზეც მუშაობენ. როგორც გრინ დეველოპმენტის წარმომადგენელი, ნეკა გიორგიძე გვიყვება, დაგეგმარება დასრულებულია და ახალი წლიდან უბნის არქიტექტურული პროექტირება დაიწყება.
ნეკა აღნიშნავს, რომ პროექტი "მწვანე უბანი ლისთან" ზღვის დონიდან 700 მ-ზე მდებარეობს და ერთი მხრიდან ბუნებრივად მწვანე წიწვოვანი ტყე აკრავს. "აქ მუდამ იგრძნობა სუფთა ჰაერის მოძრაობა და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი სასიამოვნოდ გრილა. უბნიდან 15-20 წუთია საჭირო, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოხვდე. ვინც ლისის ტბა იცის - "მწვანე უბანი ლისთან" მოსასვლელ გზას ადვილად იპოვის, — ამბობს ის.
ეკოლოგების განცხადებით, მწვანე საფარი სამი ფაქტორისგან იცავს ადამიანს: 1. ხმაურისაგან; 2. შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს; 3. მწვანე ფერი ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
"დღეს მსოფლიოში ურბანული გამწვანების შემდეგნაირი ტენდენციაა — მწვანე საფარი ადამიანს სახლიდან ათი წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს. ჩვენ პროექტის "მწვანე უბანი ლისთან" განხორციელებისას ძირითად აქცენტს მოქნილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორედ მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე ვაკეთებთ", — გვიყვება ნეკა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის მიზანი არამხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაცაა. ის მომხმარებელს არა მარტო კომფორტს, უმაღლეს ხარისხსა და სერვისს, არამედ სიმშვიდეს, სიმწვანეს, ჯანსაღ, ბუნებრივ ექსტერიერს სთავაზობს.
"ამ ეტაპზე მოწყობილი და გაშენებული გვაქვს 3 სკვერი, ჯამური ფართით 6000 კვ მ. სკვერებში ნახავთ ისეთ იშვიათ ხე-მცენარეებს, როგორიცაა: საკურა, გინკგობილობა, ლიქვიდამბარი და სხვა", — აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
რა გამოარჩევს პროექტს "მწვანე უბანი ლისთან"?
"მწვანე უბანი ლისთან" დასახლების მთავარი მიმზიდველობა მის ბუნებასთან სიახლოვეშია. ის ლისის ტბის მიმდებარედ, რეკრეაციულ, წიწვოვანი ტყის ტერიტორიასთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, 25ჰა მიწის ნაკვეთზე შენდება. კომპლექსი, ასევე, იპოდრომიდან 2 კმ-ითაა დაშორებული.
ტყისპირის უბანი ხუთ ხუთსართულიან კორპუსს (A, B, C, D, E ბლოკები) და 15 ვილას ტიპის საკუთარ სახლს მოიცავს. ორიგინალური არქიტექტურითა და ესთეტიკით გამორჩეული "ევროპული უბნის" ოთხმა კორპუსმა უკვე მიიღო მაცხოვრებლები, კიდევ ორი კორპუსი კი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამასთან ერთად, კომპანიამ ოთხი ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ხოლო ბინების შეძენა 48 კვ.მ-დან არის შესაძლებელი.
უბანში დაგხვდებათ მაქსიმალურად დაცული გარე სივრცე, გამწვანებული სკვერები, საბავშვო სივრცეები, სპორტული მოედანი. ამასთან, როგორც ტყისპირის დასახლებაში, ისე ევროპული დასახლების ტერიტორიაზე მალე ველობილიკები მოეწყობა.
რაც შეეხება მესამე ფაზას, რომლის ფარგლებში კომპლექსი 11 ჰექტარზე გაშენდება, დაგეგმილია როგორც დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, ასევე "თაუნჰაუსების" ტიპის საკუთარი სახლები. ამასთან, იგეგმება ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რომლისთვისაც უკვე გამოყოფილია მიწის ნაკვეთი.
როგორ შენდება "მწვანე უბანი ლისთან"?
გრინ დეველოპმენტში გვიყვებიან, რომ მათ პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ თვისებებს ეთმობა. "საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად არის მორგებული მაცხოვრებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. მაგალითისთვის, უბნის გეგმარების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, შიდა ეზოებში ავტომობილების შესვლა შევზღუდოთ და ყველა კორპუსის მიმდებარედ სკვერები თუ საბავშვო მოედნები მოვაწყოთ", — ამბობენ გრინ დეველოპმენტში.
სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოისურვოს, კომპლექსიდან 5-10 წუთის სავალზეა: გამორჩეული სკოლებით (ქართულ-ბრიტანული აკადემია, ათასწლეულის სკოლა, მწიგნობართუხუცესი, გერმანული სკოლა, ზალდასტანიშვილის სკოლა, ნიუტონის სკოლა) დაწყებული — რომელიმე მარკეტითა თუ აფთიაქით დასრულებული.
"პროექტის კონცეფცია და ხარისხი საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანია არა მარტო ბინის შეძენის მსურველებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, სარფიანი ინვესტიცია განახორციელონ", — აღნიშნავს ნეკა გიორგიძე და ამატებს, რომ "პროექტი გათვლილია საშუალო სეგმენტზე. ბინების ფასი მშენებლობის ხარისხთან შედარებით ხელმისაწვდომია და ამჟამად 1კვ მ თეთრი კარკასის შეძენა 700-800$-მდეა შესაძლებელი".
ჯადოსნური პერსონაჟები ლისზე
სოციალურ ქსელებში ახლახან ჯადოსნური პერსონაჟები, ლისის მწვანე უბნის ბინადრები გამოჩდნენ, რომლებიც "მწვანე უბანში" ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ. კომპანიაში აღნიშნავენ ,რომ "მწვანე უბანში ლისთან" სტუმრობა საკმარისია იმისათვის, რომ სიმწვანემ, სიმყუდროვემ და სიმშვიდემ ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინოს თავი. "სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ლისის ბინადარი ჯადოსნური პერსონაჟები შეგვექმნა, რომლებიც საკუთარ ისტორიებს სოციალურ ქსელებში მოგვიყვებოდნენ; მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდნენ, როგორია ცხოვრება ლისზე, რითი ერთობიან და როგორ ატარებენ დროს", — ამბობს ნეკა.
ლისის ჯადოსნურ პერსონაჟებს კი, სინამდვილეში, ლისის მაცხოვრებელთა რეალური ემოციები უდევს საფუძვლად, რომელიც ზღაპრული ისტორიებით არის გადმოცემული.
კომპანია გრინ დეველოპმენტი 2016 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურულად განვითარდა და პარტნიორებიც შეიძინა. მათი ჩართულობით ახალ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანიის უახლოესი გეგმა "ევროპული უბნის" განაშენიანების დასრულება და განვითარების მესამე ფაზაში გადასვლაა. მანამდე კი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "მწვანე უბანი ლისთან" არა მხოლოდ ქართული დეველოპერული ბაზრისთვის, არამედ თბილისის ეკოლოგიისთვისაც გამაჯანსაღებელი სიახლეა.
კომენტარები