საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა სრულდება! — ზურაბიშვილი
ფოტო: On.ge
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 31 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ "დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!". ასე გამოეხმაურა საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და "შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები".
"მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.
ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა!", — აღნიშნავს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე, ცესკოს. მისი თქმით, "ჩვენ შევძელით" არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება და ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი", — აღნიშნავს ის.
ზურაბიშვილი განცხადებაში ეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტსაც. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "ჩვენ შევძელით", რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა.
"მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა", — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ხმების ძირითადი ნაწილი უკვე დათვლილია და შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ქართული ოცნებაა, მეორეზე კი, ნაციონალური მოძრაობა. ამ დროისთვის, მმართველ პარტიას 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
კომენტარები