ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას — ადამიანის უფლებათა ცენტრი
ფოტო: On.ge
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს, მათი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც.
20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი და 45-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
საჩივრების ნაწილის შინაარსი:
- ბოლნისი. #14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია უბანზე არეულობა და დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა „ძალა ერთობაშიას“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამომრჩეველს ამავე რეგისტრატორმა იქამდეც არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულთა დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.
- წყალტუბო. #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა.
- ქუთაისი. #23.59.10. საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებს ამომრჩეველთა ნაკადს, რაც იწვევს ქაოსს. შენიშვნისა და გაფრთხილების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი როგორც უბანზე, ისე საოლქო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავდაპირველად საჩივარს არ არეგისტრირებდა. გაფრთხილების შემდეგ, რომ შესაძლოა, დამდგარიყო მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა უბანზე საჩივრის დარეგისტრირების საშუალება.
- გარდაბანი. ქესალოს #64-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ხელში ეკავა მობილური, მაგრამ იმ მომენტისთვის არ აწარმოებდა ფოტო ან ვიდეო გადაღებას. თავმჯდომარემ მას აუკრძალა ფოტოგადაღება და დაემუქრა, რომ დაატოვებინებდა უბანს. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის თაობაზე.
- ბათუმი. 28.79.19 საარჩევნო უბანზე უბანზე მყოფი ორი პარტიული დამკვირვებელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, რაზეც თავმჯდომარეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა სთხოვა, მოეხდინა რეაგირება, რადგან ეს ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნიშნებს. თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა და განაცხადა, რომ პირიქით, ეს ქმედება უბანს შესაძლო ე. წ. კარუსელისგან დაიცავდა. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.
- ბოლნისი. 14.23.51 საარჩევნო უბანზე დილიდან იყო ქაოსური სიტუაცია. ეზოში მობილიზებული იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც გააკეთეს ე.წ. კორიდორი. ნაწილი შემოდიოდა საარჩევნო უბანზე, თითქოსდა კონკრეტული ამომრჩევლის დასახმარებლად და ქმნიდა არეულობას. თავმჯდომარე სათანადოდ არ რეაგირებდა ამ დარღვევებზე, არ უზრუნველყოფდა უბანზე მშვიდ გარემოს და არ ახდენდა საარჩევნო უბნის ეზოში ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის პრევენციას.
- მარნეული. 13.22.72 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას, 12:00 საათზე სადემონსტრაციო ოქმში თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ამ დროისთვის მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 270, მაგრამ რეალურად, რეგისტრატორებს ხელმოწერები რაოდენობა არ გადაუთვლიათ. თავმჯდომარის განცხადებით, მან სავარაუდო ციფრი მიუთითა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ გადაითვალეს ხელმოწერები და დაფიქსირდა, რომ 257 ამომრჩეველი იყო მისული უბანზე.
- გორი. 15.32.38. საარჩევნო უბანზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველთან კონტაქტს, ხმამაღლა საუბრობდნენ და არკვევდნენ ამომრჩევლის ვინაობას. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მიუთითა, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია. დაიწერა საჩივარი დამრღვევ პირთა ტერიტორიიდან გაშვების მოთხოვნით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები