სიტუაცია რამდენჯერმე ძალადობრივ ინციდენტში გადაიზარდა — სამართლიანი არჩევნები
ფოტო: On.ge
"კვლავ მასშტაბური სახე აქვს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიული კოორდინატორების თუ ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. დამკვირებელების ან წარმომადგენლების სტატუსით უბნებზე იმყოფებიან ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები. მათი ადგილზე ყოფნა შესაძლოა აღქმული იყოს როგორც ამომრჩეველთა კონტროლი. ამას გარდა, მედია საშუალება „ნიუპოსტის“ მიერ ხდება ამომრჩეველთა ფოტო-ვიდეო გადაღება. რამდენიმე ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარედ ხალხმრავლობა გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რაც ჩრდილს აყენებს არჩევნების დღის მშვიდ ვითარებაში წარმართვას. უბანთან მდგარი აღმრიცხველების და ცალკეული დამკვირვებელი ორგანიზაციების სტატუსით მოქმედი პირების მიერ შეინიშნება აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მისამართით. პრობლემურად რჩება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები გარკვეულ უბნებზე", — ნათქვამია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.
19 საათისთვის, "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია - 66 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში - 58 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 33 შენიშვნა. მათ შორის, ყველაზე საყურადღებოა ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებლის ინფორმაციით პარტიის წარმომადგენელი ერევა კომისიის საქმიანობაში.
- #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებსა და უბანზე მობილიზებულ პირებს შორის. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქში დღის მანძილზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა 39-ე სჯარო სკოლასთან, სადაც მდებარეობს #78, #79, #80, #81, #82, #83, და #85 საარჩევნო უბნები. ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ბევრი ადამიანი და პოლიციაა მობილიზებული. ბოლო ინციდენტში ფიგურირებს იარაღი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ გლდანის #10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მაია ხუნდაძემ განუცხადა, მან თავადაც დაინახა როგორ ემუქრებოდა უცნობი პირი, საარჩევნო უბნის გარეთ ერთ-ერთ დამკვირვებელს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე ძალადობრივ ინციდენტში გადაიზარდა და ამჟამად კვლავაც ხალხმრავლობაა. მობილიზებულია პოლიციაც.
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალება „პუბლიკას“ ჟურნალისტს. მას აგრესიული მოქალაქე დაესხა თავს და დაუზიანა კუთვნილი ტელეფონი. დაზიანება მიიღო „ტვ პირველის“ ჟურნალისტმაც, რომელსაც დაპირისპირების დროს კამერა მოხვდა.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბანზე მედიით გავრცელდა ინფორმაცია სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ. საარჩევნო უბანზე მისულ „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფს ოპოზიციური პარტიებიდან ყველა დამკვირვებელი გაძევებული დახვდა, ხოლო უბანზე იყვნენ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები