MIT-ის მკვლევრებმა ალგორითმი შექმნეს, რომელსაც უძველესი ენების გაშიფვრა შეუძლია
MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის (CSAIL) მკვლევრებმა ისეთი AI შექმნეს, რომელსაც დიდი ხნის წინ დაკარგული ენების გაშიფვრა ავტომატურად შეუძლია, თანაც ისე, რომ მას სხვა ცოდნა იმის შესახებ თუ როგორაა დაკავშირებული იგი სხვა ენებთან, არ აქვს.
პროექტის მიზანი დაკარგულ ენებს შორის კავშირის პოვნაა. მაგალითად, ისეთ ენებს შორის, რომლის ჩანაწერებიც ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, თუმცა დიდი ხანია სალაპარაკოდ ისინი არავის გამოუყენებია.
მკვლევრებმა გამშიფრავი ალგორითმი სხვადასხვანაირი ენობრივი შეზღუდვებით გაწრთვნეს, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ენა განვითარებას იწყებს. ალგორითმმა შემდეგ ენის შაბლონები შექმნა, რომლებიც ამ შეზღუდვებს იყენებენ.
შედეგად, ალგორითმს უძველესი ენების სიტყვების კატეგორიზაცია და მათი სხვა მსგავს ენასთან დაკავშირება შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალგორითმს უძველესი ენების ინგლისურად თარგმნა არ შეუძლია, თუმცა, მას ენის წარმომავლობის დადგენისა და მსგავს ენებთან დაკავშირების უნარი აქვს.
მაგალითად, ალგორითმმა შეძლო, რომ იბერიული ენის ოჯახი ძალიან ზუსტად ამოეცნო. ხოლო იბერიული ეს არის უძველესი ენა, რომლზეც ძველი დასავლეთ ევროპელი ხალხი საუბრობდა.
AI-ს მიხედვით, იბერიული ენა ბასკურთან არ იყო დაკავშირებული, როგორც ეს ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით ეგონათ. გუნდს იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში AI დიდი ხნის წინ დაკარგულ ენებს მხოლოდ რამდენიმე ათასი სიტყვის ცოდნით გაშიფრავს.
კომენტარები