21 ოქტომბრის პრეზენტაციაზე Acer-მა კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, ახალი თანამშრომლობების, პროდუქტებისა და სერიების შესახებ ისაუბრა. გაუმჯობესებული ლეპტოპებიდან, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, ვიწრო სამომხმარებლო თუ კომერციულ მოწყობილობებამდე აქ ბევრ სიახლეს შეხვდებით. ამ პროდუქტებს შეუძლიათ, თქვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალონ. წინა სტატიაში ჩვენ მიმოვიხილეთ კომპანიის ახალი ელეგანტური ლეპტოპი, რომელიც Porshche Design-თან ერთად შეიქმნა, ასევე ვისაუბრეთ Planet 9-ზე, პლატფორმაზე გეიმერებისთის, სადაც მათ საშუალება აქვთ განივითარონ გეიმინგისთის საჭირო უნარ-ჩვევები და გახდნენ სწრაფად მზარდი გეიმინგ საზოგადოების ნაწილი. ახლა კი დროა განვიხილოთ ის სიახლეები, რომლებიც პირველ სტატიაში ვერ მოხვდა.

Acer-ის უახლესი ლეპტოპები Swift-ის, Spin-ისა და Aspire-ის სერიებში

Acer-მა ლეპტოპების უახლესი მოდელები დააანონსა, მათ შორის არის Swift, Spin-ისა და Aspire სერიის მოდელები. მათ შორის, აღსანიშნავია Swift 3X, რომელიც Intel-ის მე-11 თაობის პროცესორითა და ახალი, Intel Iris Xe MAX დისკრეტული გრაფიკული გადაწყვეტითაა აღჭურვილი. ეს კრეატორებს სამუშაოს შესრულების ახალ სტანდარტებზე გადასვლის საშუალებას აძლევს. მეორე მხრივ, Spin-ის მოდელი აღჭურვილია სტილუსით (Acer Active Styluses), რაც დიზაინერებისთვის ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტაა.

Acer-ის ლეპტოპების ახალ მოდელებში შეხვდებით ინდუსტრიის ლიდერ პროცესორებსა თუ გრაფიკულ ბარათებს (11th Gen Intel Core პროცესორი, Intel® Iris® Xe გრაფიკულ ბარათთან ერთად და პლუს - NVIDIA® GeForce® MX350 GPU-ები). ეს შესანიშნავი გადაწყვეტაა გეიმინგისა თუ სხვა საქმიანობით დაკავებული მომხმარებლისთვის, ასევე, იუთუბერებისთვისა თუ დიზაინერებისთვის.

მაგალითად, Swift 3X აღჭურვილია Intel® Iris® Xe MAX დისკრეტული გრაფიკული ბარათითა და მე-11 თაობის Intel Core პროცესორით, იმისათვის, რომ კრეატორებს, როგორებიც არიან ფოტოგრაფები, თუ იუთუბერები, შესთავაზოს უნიკალური შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს ლეპტოპი გეიმერებისსაც კარგ გამოცდილებას სთავაზობს. მას აქვს 14 დიუმიანი FHD IPS ეკრანი, სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, რომლითაც 4 საათის სამყოფი ენერგიით ლეპტოპს 30 წუთში მოამარაგებთ.

Spin 5 მოდელი კი ულტრათხელია და თაჩსქრინი აქვს. ეს მოდელი 2020 წლის Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია. ის მხოლოდ 1.2 კილოგრამს იწონის და 14.9 მილიმეტრის სისქისაა. მოწყობილობას აქვს 360 გრადუსზე მბრუნავი დიზაინი, რაც ლეპტოპისთვის სხვადასხვა ფორმის მიცემის საშუალებას გაძლევთ (მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის როგორც ტაბლეტი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოდელს თაჩსქრინი აქვს, ეს ნამდვილად შესაძლებელია). Spin 5-ის ეკრანი ანტიმიკრობული Corning® Gorilla® Glass-ითაა დაფარული. რაც შეეხება წარმადობას, ამ მოდელში მე-11 თაობის Intel® Core™ i7 პროცესორს შეხვდებით, Iris® Xe გრაფიკით. მოდელს აქვს ინტეგრირებული სტილუსი და 15 საათიანი ელემენტის გამძლეობა.

Acer Spin 3-ის გამოყენებაც 360 გრადუსში შეგიძლიათ, ანუ ის შეასრულებს ტაბლეტის ფუნქციასაც, მაშინ როცა 13.3 დიუმიანი multi-touch IPS2 ეკრანი აქვს. მასაც მოჰყვება სტილუსი, ასევე აქვს ორი SSD. Acer Aspire 5 კი პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. მასზე რამდენიმე საქმეს პარალელურად შეასრულებთ. მასაც აქვს თაჩსქრინი, მის შემთხვევაში კი შეგიძლიათ აირჩიოთ პროცესორებს შორის - Intel ან NVIDIA. მისი მეხსიერების გაზრდა კი 1 ტერაბაიტამდეა შესაძლებელი.

თითოეული მოდელის ფასი და ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია რეგიონის სპეციფიკასთან. შესაბამისად, რთული სათქმელია, როდის შეიძლება გამოჩნდეს ეს მოდელები ქართულ ბაზარზე.

ახალი LED და ლაზერული პროექტორები, ბიზნესისა და გასართობი ინდუსტრიისთვის


Acer-მა პრეზენტაციაზე წარადგინა ახალი ენერგოეფექტური LED უსადენო ლაზერული პროექტორები. აქედან ორი ზოგადი ბაზრისთვისაა, ხოლო დანარჩენი ორი კომერციული კლიენტებისთვის.

BO-14 Youtube Videoუფრო კონკრეტულად PD1530i და VD6510i უსადენო, LED 1080p გაფართოებისა და 3 000 ლუმენის სიკაშკაშის მქონე პროექტორებია, ხოლო პროექტორების XL სერია ენერგოეფექტური ლაზერული მოწყობილობებია, რომლებსაც 3 100 ლუმენის სიკაშკაშის მქონე გამოსახულება და 1080p გაფართოება აქვს. ისინი იდეალურია პატარა სივრცეებისთვისაც.

3 ახალი პროდუქტი კომერციული ხაზისთვის TravelMate


TravelMate-ის კომერციული სერია გრძელდება და ამჯერად კომპანიამ სამი ახალი პორტატული კომპიუტერი წარმოადგინა. მათ შორისაა ლეპტოპი-ტრანსფორმერი სენსორული ეკრანით — TravelMate Spin 4, კომპაქტური და მძლავრი, ტრადიციული ფორმ-ფაქტორის მქონე TravelMate P4 და ლეპტოპი, რომელსაც აქვს შედარებით მაღალი ავტონომიური მუშაობის დრო და გამორჩეულია სხვადასხვა პორტების სიმრავლით — TravelMate P2.

სამივე მოდელი აღჭურვილია Intel Core-ის მე-11 თაობის მძლავრი პროცესორებითა და ინტეგრირებული Intel Iris X გრაფიკით. მოდელების სხვადასხვა კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია ასევე NVIDIA GeForce MX350 დისკრეტული ბარათები. ლეპტოპებში ასევე წარმოდგენილია 32 გბ მოცულობის DDR4 ტიპის ოპერატიული და 1 ტერაბაიტის მოცულობის შიდა მეხსიერება. მწარმოებლის თქმით, აღნიშნული ლეპტოპები ერთი დამუხტვით მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. TravelMate Spin P4 და P4-ის ავტონომიური მუშაობის დრო 15 საათს შეადგენს, ხოლო P2 ერთი დამუხტვით 13 საათამდე ძლებს.

გარდა ამისა, TravelMate Spin P4-ის სენსორული FullHD ეკრანი ნაკაწრებისა და დაზიანებებისგან Gorilla Glass-ის საფარითაა დაცული. მოწყობილობას Acer-ის საფირმო სტილუსის, Acer Active-ის მხარდაჭერაც გააჩნია, რომელიც Wacom-ის ტექნოლოგიაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ TravelMate P4 და Spin P4 MIL-STD-810G სამხედრო სტანდარტითაა დაცული, რაც მათ უფრო გამძლეს ხდის ვარდნისა და მტვერისგან. სამივე მოდელს Wi-Fi 6-ის და eSIM ბარათების მეშვეობით 4G LTE ქსელების მხარდაჭერა გააჩნია, რაც ლეპტოპზე ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ TravelMate ლეპტოპებს Thunderbolt 4 პორტიც აქვს, რომლის გადაცემის სიჩქარე მთელ 40 გბ/წმ-ში აღწევს.

მოწყობილობები ფიზიკური დაცვის გარდა აღჭურვილია არასანქცირებული შეღწევისგან დამცავი მექანიზმით — Trusted PLatform 2.0, რომელიც ლეპტოპზე მსგავსი შეღწევის გამოვლენას ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის ეტაპზე ახერხებს. უსაფრთხო ავტორიზაციისთვის კი ლეპტოპებში გამოყენებულია Windows Hello ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, ინფრაწითელ კამერასა და დაქტილოსკოპურ სენსორებს იყენებს. უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის კი ლეპტოპებს კამერის ფიზიკური ჩამკეტებიც აქვთ.

ConceptD - ახალი ხაზი კრეატორებისთვის (დიზაინერები, არქიტექტორები, ფოტოგრაფები)


კომპანიამ Concept D ხაზში წარმოადგინა განახლებული ლეპტოპები ConceptD 7 და ConceptD 7 Pro. აღნიშნულ ხაზში ასევე გამოჩნდა ახალი სამაგიდე კომპაქტური სამუშაო სადგური ConceptD 300.

BO-11 ConceptD-300-CT300-51A-High_01.jpgახალი და მძლავრი სამაგიდე კომპიუტერი ConceptD 300 გამორჩეულია უნიკალური დიზაინით. მისი კორპუსის თეთრი გარსი და ზედა პანელის ხის ტექსტურით შესრულებული ნაწილი ნებისმიერ ოფისს დაამშვენებდა. მწარმოებელმა, გაგრილების ოპტიმიზაციით მიაღწია იმას, რომ მსგავსი, მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერი ხმაურიანი აღარ იქნება, რადგან ახალი გაგრილების ტექნოლოგიით, ხმაურის დონე არ აღემატება 40 დეციბელს.

ახალი სადგური აღჭურვილია Intel-ის მე-10 თაობის Comet Lake-H პროცესორით, რაც მოწყობილობას ერთ-ერთ მძლავრ სამუშაო სადგურად აქცევს.

ახალი მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები მაქსიმალურ კომპლექტაციაში კი ასე გამოიყურება: 64 გბ-მდე DDR-2666 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 3070, რომლის GDDR6 ვიდეომეხსიერებაც 6 გბ-ს აღწევს. ასეთი კონფიგურაცია მოწყობილობას იდეალურ კომპიუტერად აქცევს ვიდეომონტაჟისთვის, 3D მოდელირებისა და CAD პროექტებზე მუშაობისთვის.

განახლებული Acer ConceptD 7 და ConceptD 7 Pro


Acer-ის განახლებული ლეპტოპები Concept 7 და Concept 7 Pro გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ქმნიათ გრაფიკულ კონტენტს. ახალი ლეპტოპები შემოქმედებითი ადამიანებისთვის უზრუნველყოფს იგივე დონის წარმადობას, როგორსაც მათ ConceptD 300 სთავაზობს. ორივე მოდელი აღჭურვილია Intel Core i7-10750H პროცესორით.

ორივე მათგანი წარმოდგენილია ალუმინის კორპუსში, ხოლო მათი 15.6-დიუმიანი IPS ეკრანები გამოირჩევიან 4K UHD გაფართოებით (3840 x 2160 პიქსელზე). ლეპტოპების დისპლეის Adobe RGB ფერების 100%-იანი ათვისების შესაძლებლობა აქვთ. ამ ორ მოდელს შორის ძირითადი განსხვავება ვიდეობარათს უკავშირდება — ConceptD 7 იყენებს NVIDIA GeForce RTX 2080 Super-ს მაშინ, როცა მისი "უფროსი ძმა", ConceptD 7 Pro გრაფიკას NVIDIA Quadro RTX 5000-ით ამუშავებს.

ორივე მოდელში ეკრანები დაცულია Corning Gorilla Glass მინით და აქვთ ჩუმი გაგრილების ტექნოლოგიის — Vortex Flow-ის მხარდაჭერა.