ანაკლიის პორტი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მთელი საქართველოსთვის შველაა — უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი, ადამიანებს აქვთ უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა, ხოლო ხელისუფლება ყველა პრობლემის მიმართ უყურადღებობას იჩენს. უგულავამ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი არის შველა გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
უგულავამ აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა, 31 ოქტომბერს ივანიშვილის დამარცხება და გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.
"ჩვენ ვიმყოფებით სოფელ კოკში, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვხვდებოდით ადგილობრივებს და მთავარი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი, მხნე და შრომისმოყვარე სოფელია, სოფლის მეურნეობით არის ბევრი ადამიანი დაკავებული, მაგრამ უმუშევრობა არის ის მტანჯველი პრობლემა, რომელიც აქ, მთლიანად ზუგდიდში, ისევე, როგორც კოკში, აწუხებს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება.
ამიტომ, ჩვენ აქ ადგილობრივებს ვესაუბრებოდით ჩვენს გეგმაზე, როგორ უნდა შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი, ამისათვის საჭიროა გადასახადების შემცირება და მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ სწრაფად დაიქოქოს ეკონომიკა.
ამავე დროს, ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობა, რომელიც ივანიშვილმა შეაჩერა, რაც არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის იქნება ახალი იმედივით, რადგან უამრავი სამუშაო ადგილი და პერსპექტივა იქნება. რაც მთავარია და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური კლასი, მინუს ივანიშვილი თანხმდება იმაში, რომ ეს პორტი აუცილებლად აშენდება იმისთვის, რომ უამრავი ადამიანი დასაქმდეს და პერსპექტივა გაჩნდეს, რადგან აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ზუგდიდი ერთგვარ ჩიხად ჩამოყალიბდა და მას გასასვლელი სჭირდება ზღვაზე იმისთვის, რომ ეკონომიკურ ციკლში აქტიურად ჩაერთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს გავისტუმრებთ ამ არჩევნებზე", — განაცხადა უგულავამ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები