რუსეთი სირიიდან ჯარების გაყვანას იწყებს. თვითმფრინავების გადამზიდი ჯგუფი პირველი იქნება, რომელიც კონფლიქტის ზონას დატოვებს. ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა წინა დღით რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რუსულმა ბომბდამშენებმა ამბოხებულების წინააღმდეგ ძლიერი საჰაერო შეტევები განახორციელა, რასაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევა მისი მოკავშირის, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დახმარებას უკავშირდებოდა.

რუსეთმა გასული წლის მარტშიც განაცხადა, რომ სირიიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანდა, მაგრამ საჰაერო თავდასხმები განაგრძო.

რა ხდება სირიაში? - მოკლედ