როგორ ვისწავლოთ ნებისმიერი რამ უმარტივესად
ფოტო: Shutterstock / Black Jack
ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო რთულდება ნებისმიერი ახალი რამის შესწავლა. ის ბავშვი გენიოსები კი, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ენას ფლობენ, უფრო და უფრო გვაკვირვებენ... მაინც როგორ ახერხებენ ამას?
გულს ნუ გაიტეხ. მიუხედავად იმისა, რომ ვუნდერკინდი ბავშვი შეიძლება არ გეთქმოდეს, ახალი ცოდნის შეძენა შეუძლებელი სულაც არაა. ნობელის პრემიის მფლობელმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმანმა შეიმუშავა სამნაბიჯიანი ფორმულა, რომელიც ნებისმიერი საგნის არა მხოლოდ სწრაფად, არამედ საფუძვლიანად შესწავლაში დაგეხმარება.
რიჩარდ ფეინმანი განმარტავს განსხვავებას "რაღაცის ცოდნასა" და "რაღაცის სახელის ცოდნას" შორის. მაგალითად, თანამოსაუბრემ შეიძლება გაჩვენოს პატარა ოქროსგულმკერდიანი ჩიტი და გითხრას, რომ ეს არის ყავისფერყელიანი შაშვი. მან შეიძლება ისიც დაამატოს, რომ გერმანულად ამ ფრინველს halzenfugel ჰქვია, ხოლო ჩინურად chung ling-ს უწოდებენ. ეს ფაქტები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გახსოვდეს და არაფერი იცოდე ჩიტზე: სად ცხოვრობს, როგორ მიგრირებს, როგორი ხმა აქვს და ა.შ. ფეინმანის სათქმელის გამოსახატად ეს ძალიან კარგი მაგალითია და იგივე მიდგომა ბევრად უფრო კომპლექსურ საგნებსაც ესადაგება. ავიღოთ წყალი, რომელიც ელექტრობას ატარებს - ეს არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ გვესმის ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, მაგრამ 200-წლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს წყლის ნამდვილი ბუნება.
ახალი საგნის სიღრმისეული გაგება უმნიშვნელოვანესია - მაშინაც კი, თუ უბრალოდ გამოცდის ჩაბარება გინდა. შესასწავლი მოვლენა ბოლომდე უნდა გესმოდეს, რადგან ზუსტად ვერ გეცოდინება, რა საკითხები შეგხვდება გადამწყვეტ მომენტში.
მოემზადე, რომ ფეინმანის ტექნიკით „ისწავლო, თუ როგორ ისწავლო“.
ნაბიჯი I: ასწავლე ბავშვს
აიღე რვეული, დაწერე თემა, რომლის შესწავლაც გინდა და ახსენი ისე, თითქოს ბავშვს უხსნიდე. აქ ჩნდება კითხვა: როგორ უნდა ავუხსნათ კვანტური მექანიკა ბავშვს? შეუძლებელი არაფერია. ერთხელ xkcd-მ რაკეტის მოქმედებაც კი ახსნა ინგლისურ ენაში ყველაზე მეტად გავრცელებული 1000 სიტყვით.
გასაღები აქ იმალება: როცა რაიმე საკითხს ისე ხსნი, თითქოს 8 წლის ბავშვს ელაპარაკებოდე, შეუძლებელია ჩახლართულ ტერმინოლოგიასა და ფორმულებს ამოეფარო. როცა წერ იდეას თავიდან ბოლომდე მარტივ ენაზე (რჩევა: გამოიყენე მხოლოდ გავრცელებული სიტყვები), აიძულებ საკუთარ თავს, რომ საკითხს უფრო ღრმა დონეზე ჩაწვდე და იდეებს შორის კავშირი გაამარტივო. თუ დიდხანს იბრძოლებ, ზუსტად გეცოდინება, სად გაქვს ნაპრალები.
ნაბიჯი II: გადახედე შენი ცოდნის ნაპრალებს
ახლა, როცა დაადგინე, სად გაქვს ნაპრალები ცოდნაში, შეგიძლია სპეციფიკურად სასურველი თემები ისწავლო, მიიღო პასუხები და გაიმეორო ნაბიჯი I. განაგრძე ამის გაკეთება, სანამ ნაპრალები საერთოდ არ გაქრება.
ნაბიჯი III: მოაწესრიგე და გაამარტივე
ამ ეტაპზე შენ უკვე გაქვს საგნის ისეთი ახსნა, რომლის გაგებაც ბავშვსაც კი შეუძლია. ეცადე, რომ შეცვალო, გაამარტივო და ხმამაღლა წაიკითხო ტექსტი. ეს დაგეხმარება საეჭვო დაუხვეწავი ნაწილების აღმოჩენაში.
ნაბიჯი IV (არასავალდებულო): შეამოწმე შედეგი სხვაზე
შეგიძლია იპოვო რვა წლის ბავშვი და გადასცე შენი ცოდნა, მაგრამ შეიძლება მას კონცენტრაციის პრობლემა შეექმნას. ამიტომ, სჯობს საკითხში ჩაუხედავ მეგობარს გაესაუბრო. თუ მას არ ესმის რაიმე შენს ახსნილში და შენც ვერ უმარტივებ - ესე იგი, კიდევ ერთ ნაპრალს წააწყდი მსჯელობაში.
ეს მეთოდი სწრაფად არ მუშაობს (სპოილერი: არ არსებობს ასეთი მეთოდი), შენ კვლავ უნდა ისწავლო, მაგრამ თუ სწორად ისწავლი, გეცოდინება, რომ საკითხი სიღრმისეულად გესმის და გამოცდიდან ორ დღეში არ დაგავიწყდება.
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს
გადახედვა
-
Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო
გადახედვა
-
ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს? ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს?
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში
გადახედვა
-
რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია? რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით
გადახედვა
-
ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა
გადახედვა
-
წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა
გადახედვა
-
ნახეთ: ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ირმის ნახტომის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა ნახეთ: ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ირმის ნახტომის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში
-
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
გადახედვა
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა

კომენტარები