"ოცნების" დამფინანსებლებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები ტენდერებს იგებენ — TI
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ქართული ოცნების დამფინანსებლების და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სამშენებლო ტენდერებს იგებენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა 2011 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ სამშენებლო ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით სახელმწიფოსგან ჯამურად 205 178 478 ლარი მიიღო. ამ თანხის თითქის ნახევარი, 103 002 020 ლარი კომპანიამ 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიიღო. მხოლოდ 2019 წელს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ის ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 56 431 099 ლარი შეადგინა.
TI-ში აღნიშნავენ, რომ კომპანიის მფლობელებმა, 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და ამავე გუბერნატორის მეგობართან, ახალციხის მუნიციპალური შპს კეთილმოწყობის ყოფილ დირექტორთან, გიორგი ბალიაშვილთან ერთად დააარსეს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2, რომელიც უმეტესად სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს. ამ კომპანიამ 2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 607 970 ლარი მიიღო.
ორგანიზაციის განცხადებაში განმარტებულია, რომ ავთანდილ კაჭკაჭაშვილიცა და გიორგი ბალიაშვილიც თანამდებობის პირები მას შემდეგ გახდნენ, რაც 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აკაკი მაჭუტაძე სუს-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანა:
"მაჭუტაძემ კაჭკაჭაშვილი მოადგილედ 2014 წლის იანვარში დანიშნა. მოგვიანებით გუბერნატორის მეგობარმა, გიორგი ბალიაშვილმა ახალციხის მუნიციპალური შპს კეთილმოწყობის უფროსის პოზიცია დაიკავა. ბალიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა თანამდებობები 2015 წლის ივლისში ერთდროულად დატოვეს. ამის შემდეგ კი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და სახელმწიფო შესყიდვებში გააქტიურდნენ. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე, ადიგენში ქართული ოცნების შტაბს ხელმძღვანელობდა".
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში აღნიშნავენ, რომ გიორგი ბალიაშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება: 2015 წელს, იგი ყოფილმა პატიმარმა ცემაში დაადანაშაულა, 2016-2017 წლების წინასაარჩევნო პერიოდში კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხელდნენ. ამ ინციდენტების გამო გუბერნატორის მეგობრის, გიორგი ბალიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო უწყებებს დღემდე არ დაუყენებიათ.
ამასთან, TI-ში ამბობენ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი ქართული ოცნებიდან ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, 2018 წლის მარტში კი მისი დის ქმარი, კობა კურტანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის შპს კეთილმოწყობის დირექტორად დანიშნეს.
ტენდერები და შემოწირულობები
როგორც TI-ს ანგარიშიდან ირკვევა, საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ის მეწილეები ნუგზარ და ნუკრი აბალაკები ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები არიან. ხოლო მესამე მეწილემ დიდი თანხა წლების წინ ნაციონალურ მოძრაობას შესწირა.
"ნუგზარ და ნუკრი აბალაკებმა 60 000-60 000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60 000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალურ მოძრაობას შესწირა. ყოფილ მმართველ პარტიას აფინანსებდა უშუალოდ კომპანიაც. 2011 წელს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა 100,000 ლარი ნაციონალურ მოძრაობას გადაურიცხა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც TI-ში აღნიშნავენ, შოთა აბულაძე ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე, წინა ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო მისი სიძე, გიორგი კვიწინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო. გორის სათემო რადიო მოზაიკას და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, შოთა აბულაძე იოსებ მაკრახიძის, ქართული ოცნებიდან გორის მაჟორიტარი დეპუტატის, მეგობარი და ოჯახის ახლობელია.
ამასთან, TI-ში ამბობენ, რომ ნუგზარ და ნუკრი აბალაკები შოთა აბულაძის დიდი ხნის ბიზნეს-პარტნიორები არიან. ისინი ამჟამად ერთად 4 ბიზნესს მართავენ.
რაც შეეხება ტენდერებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე 267 ტენდერიდან 139 მოიგო. აქედან, 64 შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 27 ტენდერში კი იმ კომპანიას მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რომელიც შემსყიდველს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა. მათივე თქმით, კომპანიის მომსახურების ძირითადი შემსყიდველები გორის მუნიციპალიტეტი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არიან, თუმცა კომპანია ასევე იგებს კასპის, ადიგენის, ახალციხის მუნიციპალიტეტების და აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
2017 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 95 ტენდერში მონაწილეობდა და 47 მოიგო, მათ შორის 19-ში ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მისი ძირითადი შემსყიდველები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ. მათ შორის ყველაზე მსხვილი, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარის შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები