სად იყო პარიზი, როცა ლილი კოლინზი თბილისიდან და ბათუმიდან პოსტავდა
#GirlInGeorgia — ლილი კოლინზის 30 ინსტაგრამ პოსტი საქართველოდან.
Emily in Paris-ის გამოსვლიდან 1 კვირაც არ გასულა და ყველა უკვე ლილი კოლინზის ახალ გმირზე, პარიზზე და ქერი ბრედშოუსთან მის მსგავსებაზე საუბრობს. მით უმეტეს, რომ ნეტფლიქსის, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ახალი სერიალის ავტორი Sex And The City-ის შემქმნელი დარენ სტარია.
სერიალის ქართველმა მაყურებლებმა გაიხსენეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ლილი კოლინზი 2016 წელს საქართველოსაც სტუმრობდა და ამის შესახებ On.ge-ის ჯგუფში, ერთი სერიაც და... გაგვიზიარეს. წლების წინ, ლილი კოლინზი თბილისიდან და ბათუმიდან ფოტოებს ზუსტად ისეთი აღფრთოვანებით პოსტავდა, როგორც მისი გმირი ემილი კუპერი საფრანგეთის დედაქალაქიდან.
სახალისო დამთხვევაა, რომ პარიზში მყოფი ემილის ინსტაგრამის სახელი EmilyInParis (ემილი პარიზში) არის, ხოლო თბილისში ყოფნისას, ლილის პოსტების ჰეშტეგი #GirlInGeorgia (გოგონა საქართველოში) იყო.
როგორც Deadline-ის არქივიდან ვიგებთ, ლილი კოლინზი 2016 წლის სექტემბერში საქართველოში ენტონი ლუჩეროს ფილმის გადაღებებზე იყო ჩამოსული. ჰოლივუდის მსახიობმა მაშინ თბილისი და ბათუმი მოინახულა და თავის მილიონობით გამომწერს ყოველდღიურად უყვებოდა საქართველოში გატარებულ დღეებზე.
აქ ყოფნისას ლილიმ აღმოაჩინა წერეთლის მეორადები, ზეზვა და მზიას სტენსილი, მისივე სახელობის საოჯახო სასტუმრო, გადაუღო უამრავი ფოტო კედლის "ბრძნულ" წარწერებს, ე.წ. ბარხატის სეზონი ბათუმში გაატარა და საქართველო ბედნიერმა დატოვა.
საქართველოზე პირველი პოსტი ლილის ინსტაგრამზე 2016 წლის 28 აგვისტოთი თარიღდება.
1. ქვეყანა, სახელად საქართველო, ციდან
ჰეშთეგ: დაე დაიწყოს თავგადასავლები
2. ყვავილების მიტანის სერვისი ორშაბათ დილას
ჰეშთეგ: ბრძნული სიტყვები კედლიდან; გოგონა საქართველოში
3. არ დაგავიწყდეს ეს, როცა სამსახურში სერიოზულის და პროფესიონალის იმიჯის მორგება დაგჭირდება
წარწერა კედელზე: არასდროს გაიზარდო
4. ვინტაჟური ტანსაცმლის არჩევა ახალ სიმაღლეებს იპყრობს
5. გავავრცელოთ სიყვარული ამ სამშაბათს
6. [იმედი] — რაც უფრო ხშირად გაქვს, მით უფრო ხშირად იპოვი
7. შაბიამნისფერი ხუთშაბათის გოგონა საქართველოში
8. შეგხვდები ძველი და ანტიკური ქუჩის კუთხეში
9. აღმოვაჩინე მეგობრები და პოზირების უნარებიც გავაუმჯობესე
10. თავისუფალი სულით ველოდები შაბათ-კვირას
11. ადამიანის შექმნილი და სამოთხეში გაგზავნილი
12. როცა იმალები, მაშინაც გხედავ
13. გალავნებს მიღმა
14. მე და ჩემი ჩრდილი ვეება კარვისკენ მივემართებით
15. გიგზავნით კოცნას თბილისიდან
16. ფერებშეთანხმებული კოქტეილები
17. შტორმით უნდა ავიღო შავი ზღვა
18. მშვენივრად მოვეწყვე, გელით ჩემს თავშესაფარში
19. ფანჯარა ბათუმზე
20. გჯერათ თუ არა, ეს ფოტო საქანელაზე ჩამოკინწიალებულმა, თავდაყირამ გადავიღე
21. ჰეშთეგ: ბრძნული სიტყვები კედლიდან
22. ცისარტყელისფერი სხივები. როცა მზე ჩადის
23. აყვავებული შენობები
24. ხანდახან ბუნება გვახსენებს, რისი ცოდნაც გვჭირდება. უწყინარი შეხსენება, რომ ცხოვრება წარმავალია
წარწერა ხეზე: მსხვრევადი
25. ქართული მზერა
26. კაცი მავთულებში
27. ცხოვრება ხელოვნების იმიტაციაა
28. ნათელ მხარეს...
29. გამორჩეულობაში ცუდი არაფერია
ბოლო პოსტი საქართველოდან: 2016 წლის 24 სექტემბერი.
კომენტარები