საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო
ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას აგრძელებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, 1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი, ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 11 500-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს საინფორმაციო მასალას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ყველა წესის დაცვით გადასცემენ. იდენტიფიცირების მიზნით მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღჭურვილები იქნებიან ყველა სავალდებულო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებით, მათ შორის პირბადით, ხელთათმანით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.
გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის ვესაუბრებით ამომრჩევლებს მეორე ეტაპის განხორციელება. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ და სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. ასევე, დამატებით აწვდიან ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
დღევანდელი მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 511 338 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე 563 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51); ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
-
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1 სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან
-
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით
გადახედვა
-
უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
გადახედვა
-
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
გადახედვა
-
ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
გადახედვა
-
"ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას "ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე "ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
გადახედვა
-
სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს
გადახედვა
-
Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა
გადახედვა
-
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
-
10 ცნობილი ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ისტორიები იმალება 10 ცნობილი ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ისტორიები იმალება
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს
გადახედვა
-
წლის ორმაგი პაემანი — კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი წლის ორმაგი პაემანი — კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი
გადახედვა
-
შაბათ-კვირის პარადოქსი: როგორ ვისწავლოთ მართლა დასვენება? შაბათ-კვირის პარადოქსი: როგორ ვისწავლოთ მართლა დასვენება?
-
ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით ტესტი: გამოიცანი პლანეტის ტიპი მხოლოდ ერთი მინიშნებით
კომენტარები