რაზე შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს — ცვლილება კანონში
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების, გასაუბრების ან კენჭისყრის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გუშინ, 30 სექტემბერს დაამტკიცა.
თავდაპირველ ვერსიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე იყო საუბარი, თუმცა, როგორც პარლამენტის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, მოგვიანებით დაზუსტდება, საბოლოოდ რა ტიპის პასუხისმგებლობა იქნება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ 25 სექტემბერს გაიგო, როდესაც ეს საკითხი საბჭოს საჯარო განხილვაზე გამოიტანეს. მისი თქმით, სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტირი გვრიტიშვილმა თქვა, რომ პარლამენტს ეს იდეა მან შესთავაზა და ამის მიზეზი თავად ჯანეზაშვილია, რომელიც ამ თემებზე ღიად საუბრობს.
"სხვანაირად რომ ვერ გამაჩუმეს, ახლა სისხლის სამართლით უნდათ, რომ გამაჩუმონ.
გვრიტიშვილმა თქვა, რომ ეს იყო მისი იდეა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არის კლანის იდეა. ამ პროცესში, როგორც საბჭოს წევრი, ჩართული არ ვყოფილვარ", — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
On.ge დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციით კანდიდატების შეფასების პროცესი დახურულია, ანუ ფარული კენჭისყრით ხდება და ახალი რეგულაციით ეს პროცესი ღია გახდება ისე, რომ საბჭოს წევრებისთვის ერთმანეთის პოზიციები ცნობილი იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანა დაუშვებელია.
"მკვიდრდება ისეთი რეგულაცია, როდესაც საბჭოს წევრები ღიად გამოვთქვამთ ჩვენს შეხედულებებს ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ და შესაბამისად, იქვე ვაფიქსირებთ პოზიციას: მხარს ვუჭერ ამ კანდიდატს, თუ არ ვუჭერ მხარს, რამდენი ქულით ვაფასებ მის კომპეტენციას, როგორ ვაფასებ მის კეთილსინდისიერებას", — ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
მისი თქმით, როცა რამეზე კონფიდენციალობის რეჟიმია დაწესებული, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა იყოს იმ პირის მიმართ, ვინც ამ რეჟიმს დაარღვევს.
"სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას კონფიდენციალობის დამრღვევისათვის, ამიტომ აქ ახალი, არაჩვეულებრივი და, როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა დაარქვა "გვრიტიშვილის ფანტაზიაში წარმოშობილი" სტანდარტი კი არ მკვიდრდება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი", — განაცხადა გვრიტიშვილმა.
On.ge, ასევე, დაუკავშირდა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია შეგნებულად გაჟღერდა.
"ამ შემთხვევაში მხოლოდ ამაზეა საუბარი, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟღერებაზე შეგნებულად. ნაზი ჯანეზაშვილი იურისტია და უნდა იცოდეს, რომ თუ მტკიცებულებები არაა იმაზე, რომ შეგნებულად გაავრცელა ინფორმაცია, არავინ პასუხს არ მოსთხოვს", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ადმინისტრაციული, ამ საკითხზე იმსჯლებენ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ ფორმატიში, მათ შორის, ვენეციის კომისიიდან დასკვნას ელოდებიან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები