ფემინიზმი ტრადიციულ ტაჯიკეთში — ახალი თაობა თავისუფლებისთვის იბრძვის
ფოტო: The Calvert Journal
წლების განმავლობაში ტაჯიკეთის სისხლიანი სამოქალაქო ომის იარებმა მრავალ ადამიანს სტაბილურობისა და სოციალური ნორმების მოთხოვნილებები გაუჩინა. დღეს უკვე ახალი თაობა კონფლიქტს წარსულში ტოვებს და ფემინიზმისთვის იბრძვის.
ტაჯიკეთი პატრიარქატითაა გაჟღენთილი. გოგოების მხოლოდ 64 პროცენტი გადადის საშუალო განათლების დამამთავრებელ კლასებში, მათ უმეტესობას კი სკოლას ხელიდან აცლიან და ქორწინებას აიძულებენ. ქალების საშუალო ყოველთვიური ხელფასი კაცების ხელფასის დაახლოებით 63 პროცენტია. ტაჯიკეთის მთავრობის მიერ წარმოებული 2016 წლის გამოკითხვის თანახმად, კაცების 97 პროცენტსა და ქალების 72 პროცენტს სჯერა, რომ ოჯახური ძალადობის ატანა საჭიროა, რათა "ოჯახის ბედნიერი იყოს".
ეს სტატისტიკებზე უფრო მეტია. როდესაც 25 წლის დუშანბეელმა ჟურნალისტმა ტიმურ ტიმერხანოვმა თვითმკვლელობის გამო დაკარგა ბავშვობის მეგობარი — გოგო, რომელმაც თავი იმის გამო მოიკლა, რომ იძულებული იყო, უცნობ კაცზე ექორწინა — ტიმური მიხვდა, რომ მოქმედების დრო იყო. მრავალი ახალგაზრდა ტაჯიკის მსგავსად, მანაც იმ პლატფორმას მიმართა, რომლისთვის მიმართვაც ბუნებრივი ჩანდა: სოციალურ ქსელს.
"ნაზირას ამბავს იმიტომ ვყვები, რომ მისი მსხვერპლი უაზრო არ იყოს. ძალდატანებითი ქორწინების თემა გენდერული და ოჯახური ძალადობის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. იმაზე ფიქრიც კი შემზარავია, რომ გოგოებს სხვა გზა აღარ რჩებათ", — დაწერა მან Instagram-ზე.
ბოლო თვეებში უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ტაჯიკი იმაღლებს ხმას ონლაინ და საზოგადოებრივ ტაბუებს უპირისპირდება. ამ ციფრული აქტივისტებისთვის ფემინიზმი ახალ ონლაინ სამყაროში შებიჯების საწყისი წერტილია.
"ჩემი პირველი პოსტი 2017 წელს დავწერე და მხარი დავუჭირე იმ კაცის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასჯას, რომელმაც ქუჩაში გოგო შეავიწროვა. ეს პოსტი ვირუსული გახდა, ხალხი მეთანხმებოდა, ამიტომ გავიაზრე, რომ ხალხს ასეთი რამეების მოსმენა სჭირდებოდა", — თქვა ამირან კარაცევმა The Calvert Journal-თან საუბრისას.
გენდერისა და სექსუალობის გარშემო მკაცრი ნორმები მხოლოდ ტაჯიკეთში არ არის, თუმცა ხუთწლიანმა სამოქალაქო ომმა სოციალურ ნორმებზე ფსონები გაზარდა. ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ ტაჯიკეთში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლას — რომელშიც რამდენიმე დაპირისპირებული ჯარი და სხვადასხვა რეგიონული და იდეოლოგიური ფრაქცია მონაწილეობდა — მინიმუმ 50 000 სიცოცხლე შეეწირა, მილიონზე მეტ ადამიანს კი საცხოვრებლის შეცვლა მოუწია. ომი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციის ჯარმა პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ჩამოაგდო, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში კი თითოეული დაპირისპირებული ფრაქცია საკუთარი ლიდერის დასმას ცდილობდა. 1997 წელს ემომალი რაჰმონმა, რომელსაც ქვეყნის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან საბჭოთა ელიტების კოალიცია უჭერდა მხარს, ოპოზიციასთან შეთანხმება და საკუთარი რეჟიმის დამყარება მოახერხა. ოცდასამი წლის შემდეგ რაჰმონი ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეშია და ცოტა ხნის წინ ის პრეზიდენტობის მეექვსე ვადაზე წარედგინა.
ძალაუფლებისთვის მებრძოლი სხვადასხვა ფრაქციის კომპლექსურმა მრავალფეროვნებამ და ტაჯიკეთის, როგორც დამოუკიდებელი ერის, არსებობის გამართლების საჭიროებამ სასწრაფო პასუხი მოითხოვა კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ტაჯიკი პოსტსაბჭოთა სამყაროში. ტაჯიკური ეროვნული იდენტობის ხორცშესხმისა და დაცვის მოვალეობა ქალებს დააწვათ მხრებზე: სამაგალითო ტაჯიკ ქალად ყოფნა მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას ნიშნავდა. ის სოციალური მექანიზმები, რომლებიც ქალის სხეულის მართვასა და მასზე ძალაუფლების ქონას ინარჩუნებს, დიდწილად იმ ვრცელი ნორმების გაგრძელებაა, რომლებიც "დაუმორჩილებელ" ქცევის სადავეებს აკავებს.
მართალია, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომიდან უკვე ორ ათწლეულზე მეტია გასული, მაგრამ იმდროინდელი ტანჯვის ამბებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალა აქვს.
"[როცა ვიზრდებოდი], ხშირად მესმოდა: 'მადლობელი იყავი, რომ ახლა სამოქალაქო ომი არ არის; რომ იმ საშინელების გამოვლა არ გიწევს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ; რომ თავზე მშვიდობიანი ცა გადმოგყურებს'", — თქვა ამჟამად ქუვეითში მცხოვრებმა 26 წლის ფემინისტმა აქტივისტმა ფარზონა საიძოდამ The Calvert Journal-თან საუბრისას.
მეზობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ახდენენ ზეწოლას, რათა ისინი სოციალურ ნორმებს შეესაბამონ და ყველაფერი არ აირიოს — დიდწილად იმის შიშით, რომ კიდევ ერთი სისხლიანი კონფლიქტი არ გაჩაღდეს. ტაჯიკეთის მთავრობამ ეს სოციალური წყობა ვერტიკალურად გაამყარა და ომის შემდგომი სტაბილურობის ნარატივის ცენტრში საკუთარი თავი მოაქცია. ეს რეჟიმი სოციალური განხეთქილებებისა და დაპირისპირებების პოტენციალს ზრდის და მოსახლეობის ომით განპირობებულ მოგონებებს იყენებს, რათა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების რკინის მუჭში მოქცევა გაამართლოს.
მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა თაობათაშორისი სხვაობის მტკიცებულებები ჩნდება. ის ძალა, რომელსაც საიძოდა საკუთარი მშობლების ამბებს მიაწერს, სამოქალაქო ომის მიწურულსა და მშვიდობის საწყის წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ტაჯიკებში ასე მარტივად აღარ ვრცელდება. ეს ახალგაზრდა ტაჯიკები — კარგად განათლებულები და პერსპექტიულები — ნელ-ნელა იზრდებიან და "სტაბილურობა პირველ ყოვლისა" ნარატივის უზენაესობას უპირისპირდებიან.
"იმოქმედა თუ არა [ჩემი მშობლების ამბებმა] ჩემზე? ალბათ, არა. არც მე და არც ჩემი თანატოლები ამ გამოცდილებებს არ ვიცნობთ. მგონია, რომ ასეც უნდა იყოს", — ამბობს ამირან კარაცევი. ის მხოლოდ 17 წლისაა და ნერვულად იღიმის იმაზე, თუ როგორი უპატივცემულო შეიძლება ჩანდეს მისი ნათქვამი.
ეს ცვლილება მხოლოდ დროის მსვლელობით არ უნდა ავხსნათ. ახალგაზრდა აქტივისტები საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ინტერნეტს უკავშირებენ. ელენა ნაჟმეტდინოვა Instagram-ზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და მან მალევე შენიშნა, რომ მისი აზროვნება უფრო საღი გახდა. მან ის რუსი ბლოგერები გამოიწერა, რომლებიც კომპლექსურ საზოგადოებრივ პრობლემებს ეჭიდებოდნენ.
"ზოგი რაღაც ინტუიციურად უკვე მესმოდა, მაგრამ სწორედ ეს ბლოგერები დამეხმარნენ, რომ საზოგადოებრივ პრობლემებზე ახლანდელი შეხედულებები გამჩენოდა", — უთხრა მან The Calvert Journal-ს.
ნაჟმეტდინოვასთვის CABAR.asia-ს მედიასკოლის მიერ ბლოგერებისთვის ორგანიზებულ ონლაინ "მარათონში" მონაწილეობა საჯაროდ წერის უკანასკნელი ბიძგი იყო. "ახლა ვცდილობ, Instagram-ის მომხმარებლებისთვის იგივე ტაჯიკეთში გავაკეთო".
აქტივისტების სამუშაოს მთავარი ნაწილი თანატოლების იმ ადგილას მიყვანაა, სადაც საჯაროდ შეიძლება ისეთი თემების განხილვა, რომლებიც, როგორც წესი, ტაბუდადებულია — დაწყებული მენსტრუაციითა თუ გოგოების აკადემიური ამბიციებით, დამთავრებული უფრო ტრავმული გამოცდილებებით, მაგალითად, სექსუალური შევიწროებითა და ოჯახური ძალადობით. ის, თუ რას ნიშნავს ყველა ამ პრობლემაზე "საუბარი", თითოეული მიკროინფლუენსერისთვის განსხვავდება. სანამ ქალები შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობაზე იმიტომ საუბრობენ, რომ ტაბუ მოიხსნას, კაცები მთელი ძალებით იზიდავენ ტროლებს, რათა ტოქსიკურ მასკულინობაზე დააფიქრონ ისინი.
Instagram სოციალური აქტივიზმის წამყვანი პლატფორმაა ტაჯიკეთში, რაც მეტყველებს როგორც ბლოგერების ასაკზე, ისე ინტერნეტის ტრენდებზე. მობილური ინტერნეტი ტაჯიკეთში წარმოუდგენლად ძვირი ღირს, მაგრამ ფიჭური კავშირგაბმულობის პროვაიდერები ზოგჯერ განსაზღვრული სოციალური ქსელებისთვის უფასო ინტერნეტს იძლევიან. ეს ხელს უწყობს იმას, რომ Instagram-ის პლატფორმის არქიტექტურის საზღვრები გაფართოვდეს და მრავალი სხვადასხვა ტიპის კონტენტს უმასპინძლოს. ფარანგის დავრონოვა Instagram TV-ზე თავის ერთსაათიან პოდკასტ We Need To Talk-ს (უნდა ვილაპარაკოთ) დებს. ელენა ნაჟმეტდინოვა თავის გვერდს ბლოგივით იყენებს, გონებამახვილურ ფრაზებსა და ჰეშტეგებს წერს სტატიისხელა ნააზრევებისთვის, რომლებიც გენდერულ როლებს, ქალიშვილობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხება; ის კომენტარებში აკადემიური დონის ბიბლიოგრაფიებსაც კი პოსტავს.
ამირან კარაცევის გვერდს თუ შეავლებთ თვალს, იქ კარანტინის სელფებსა და დუშანბეს გარშემო განხორციელებულ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოსესიებს წააწყდებით. საკუთარ ბიოში ტოლერანტულობის შესახებ მინაწერი რომ არ ჰქონდეს, ვერც მიხვდებოდით, რომ კარაცევი თავის 3000 გამომწერთან ტოქსიკური მასკულინობისა და შევიწროების მწვავე დებატებში შედის. ამასობაში ელენა ნაჟმეტდინოვას მეორე პროექტმა Tell Me Sister "სოციალური სამართლიანობის სლაიდშოუს" ესთეტიკა შეიძინა. მასში ტექსტით დატვირთული პოსტებია, რომლებშიც ანონიმურად შემოსული ციტატებია ნაჩვენები, დიდი შრიფტით და ძალიან ლამაზი ფერთა გამის ფონზე.
დეტალებისადმი ასეთმა ყურადღებამ — და იმ შთამაგონებელმა თემებმა, რომლებზეც ისინი წერენ — ამ აქტივისებს საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეაძლებინა. მართალია, მათი გამომწერთა რაოდენობა რამდენიმე ათასის ფარგლებშია, რაც Instagram-ზე პოპულარობის თვალსაზრისით შედარებით მოკრძალებული რიცხვია, ტაჯიკეთში ონლაინ სივრცეში გასვლის სირთულეები იმაზე მეტყველებს, რომ ამ დონის ყურადღებას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. მობილური კავშირის აბონენტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობაა ტაჯიკეთში, მაგრამ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ტაჯიკთა 5%-ზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ცხრამილიონიან ქვეყანაში Instagram-ზე 360 000-ზე ნაკლები ადამიანია; ამირანის 3000 გამომწერი აქტიური მომხმარებლების პატარა სიმრავლის საკმაოდ დიდი ნაწილია.
ამ ანგარიშებზე დიდი გამოხმაურება — პოსტები რეგულარულად იღებს ასობით მოწონებასა და ათობით კომენტარს — იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ამ თემებისადმი სიმპათიითაა განწყობილი.
"შევიწროების ამბები. ზიზღი. მხარდაჭერა. შეურაცხყოფები. მადლიერების სიტყვები. ისევ და ისევ", — დაწერა ელენა ნაჟმეტდინოვამ Instagram-ზე იმის საჩვენებლად, თუ რამდენად დამღლელი შეიძლება იყოს გამოხმაურებების დაუსრულებელი ტალღა.
ამ ბლოგერების პროფილებს თუ გადაავლებთ თვალს, პოსტების უმრავლესობას ათობით მხარდამჭერი კომენტარი აქვს: ცეცხლის ემოჯიები, დიდი გულები, გაშლილი ხელები და იმის დაპირება, რომ ამ მიზნის მიღწევაში მათ მხარს დაუჭერენ. მაგრამ ეს გამოხმაურებების მხოლოდ ერთი ნაწილია — და ყველა მათგანი ასეთი დადებითი არ არის. ბლოგერებს უფრო ზიზღნარევი კომენტარების შეზღუდვა და წაშლა შეუძლიათ, შეურაცხყოფა კი ზოგჯერ პირდაპირ პირად მესიჯებში მისდით. ნაჟმეტდინოვას კომენტარების გამორთვა მოუწია ერთ პოსტში, რომელშიც ის იმ მითს დაუპირისპირდა, თითქოს პედოფილია და ჰომოსექსუალობა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული; მომხმარებლები ნაჟმეტდინოვას მისი შეხედულებების გამო კომენტარებში თავს დაესხნენ და მისი აქტივიზმის დამცირებას შეეცადნენ. ზოგჯერ პროვოკაციულ პოსტებზე გამოხმაურებები ძალადობის ზღვარზეც კია ხოლმე; ამირან კარაცევმა The Calvert Journal-ს გაუმხილა, რომ ზოგჯერ მას ინტერნეტში ძალადობრივი შურისძიების მუქარებთან უწევს გამკლავება.
წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის, რომ ასეთი მუქარები შეიძლება ნამდვილ კონფრონტაციებად გარდაიქმნას. იმ ქალთა გამოცდილება, რომლებმაც "I/We Women" ღონისძიების ორგანიზება სცადეს, ოფლაინ სივრცეებში ორგანიზების საფრთხეებს ცდახყოფს. ღონისძიების ჩასატარებელი ადგილის პოვნა რთული იყო; თუმცა როდესაც ორგანიზატორებმა დუშანბეში იპოვეს კაფე, სადაც მათ შეკრება შეეძლოთ, პოლიციამ კაფეს ელექტრენერგიის მიწოდება შეუწყვიტა და დამსწრეები შეხვედრის დაწყებიდან 15 წუთში გამოყარა. გარეთ კაცები იცდიდნენ, რომლებიც ქალებს ემუქრებოდნენ და მათ მიმართ ბილწსიტყვაობდნენ, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ორგანიზატორებს ღონისძიების მოწყობაში დაეხმარა, რამდენიმე საათით გაიტაცეს.
ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, მოახერხებს თუ არა ან როგორ მოახერხებს ამ ტიპის ციფრული აქტივიზმი "ნამდვილი" სამყაროს შედეგებად გარდაქმნას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქტივისტების გამომწერები, რომლებიც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ, დიდწილად საშუალო კლასის, ქალაქში მცხოვრები და რუსულად მოსაუბრენი არიან, რაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილს არ ასახავს. ეს ისეთი რამაა, რაც თვითონ აქტივისტებსაც კარგად ესმით. ჯერჯერობით ისინი საკუთარ თავს იმას ახსენებენ, რომ ამ განხილვების არსებობის ფაქტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია — თუნდაც ისინი ტაჯიკეთის კულტურული ელიტების ენაზე მიმდინარეობდეს.
"იმას ვერ დავიკვეხნი, რომ, მაგალითად, ოჯახური ძალადობის კანონის შეცვლას ან პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობოთიბის კვოტის გაზრდას შევუწყე ხელი", — უთხრა ფარანგის დავრონოვამ The Calvert Journal-ს — "თუმცა პატარა გამარჯვებები არსებობს. მაგალითად, როცა ვხედავ, თუ როგორ ახელს ჩემი ნაცნობი გოგო თვალებს და იაზრებს, რომ ის, რასაც საზოგადოება მას ეუბნება, არასწორია; როცა ვხედავ, რომ უნივერსიტეტში ირიცხება, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს მისი დაქორწინება უნდოდათ. ეს პატარა გამარჯვებები მაბედნიერებს".
მსგავს თემაზე:
- რუსეთში ფემინისტი მხატვრის დაკავებას Instagram-ზე ფოტოპროტესტი მოჰყვა;
- გმირი ჯერ არ გვყავს — თავისუფლებისთვის მებრძოლი LGBTQ აქტივისტები კავკასიაში;
- სხეული, როგორც იარაღი — რუსი ფოტოგრაფი სილამაზის სტერეოტიპებს ებრძვის;
- საზოგადოებაში ფესვგადგმული ქალთმოძულეობა — სიშიშვლის გარშემო არსებული ორმაგი სტანდარტები.
-
ელენე ხოშტარია: "ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!" ელენე ხოშტარია: "ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!"
გადახედვა
-
ზვიად ტომარაძე: მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო ზვიად ტომარაძე: მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო
გადახედვა
-
მერაბ The machine დვალიშვილი X თეგეტა — პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის მერაბ The machine დვალიშვილი X თეგეტა — პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
-
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა ქალი პოლიტიკოსები: ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა
გადახედვა
-
Euronews: საქართველოში სახელმწიფო პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში Euronews: საქართველოში სახელმწიფო პენსია ცხოვრების საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა თენგიზ შარმანაშვილი: მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას
გადახედვა
-
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
-
გიორგი ზვიადაძე: არანაირი ანდერძი არ არსებობს. ილია II-მ თავის სიცოცხლეში გამოაცხადა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გიორგი ზვიადაძე: არანაირი ანდერძი არ არსებობს. ილია II-მ თავის სიცოცხლეში გამოაცხადა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
გადახედვა
-
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
-
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
გადახედვა
-
ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი? ქვიზი: იქნებოდი თუ ვერა მეოთხე ბზიკი?
-
მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
გადახედვა
-
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
-
პილოტმა ცაზე "დახატული" მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პილოტმა ცაზე "დახატული" მანევრით პატივი მიაგო ერაყში დაღუპული გვარდიელების ხსოვნას
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში — ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე — მიღება დაიწყო
-
რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა რაგბის კავშირი: 2023-24 წლების სეზონის შემდეგ არც ერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული არაა
გადახედვა
-
კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით არ გადაიხადო მოგზაურობაში სრული თანხა, გაანაწილე მერე ბარათით
კომენტარები