ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და ბაზარზე ყოველდღიურად ახალ ფინტექ სტარტაპებს ვხვდებით, ღია ბანკინგის კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ეს ახალი მიდგომაა, რომელიც ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს კი აჩენს ახალ შესაძლებლობებს და ფინანსურ სექტორს ინოვაციებისკენ უბიძგებს.

ბევრი სხვა ახალი ტექნოლოგიისა და იდეის მსგავსად, ერთი შეხედვით, შესაძლოა, რთული იყოს სრული სურათის დანახვა და იმის აღქმა, თუ რას ცვლის ეს — ისევე როგორც გაგიჭირდებოდათ, რომ წარმოგედგინათ Uber, თუ მოგიყვებოდნენ მსოფლიოში ტაქსების ყველაზე დიდი კომპანიის შესახებ, რომელიც არცერთ მანქანას არ ფლობს.

ღია ბანკინგს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ ჩვენი მომავალი შეცვალოს. ამ საკითხზე ჩვენ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსს გიორგი კინწურაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ამ კონცეფციის შესახებ გვიყვება.

SoundCloud

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts

PodBean

Spotify