ხალხი კარგავს სახლებს, ბიზნესს, ყველაფერს, რაც გააჩნია, ამ ფონზე ოცნება დუმს — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს საბანკო სექტორს მონოპოლიურ კარტელის სახით ჩამოყალიბებულ სისტემად მოიხსენიებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს სახელმწიფოს უმოქმედობის ხარჯზე. მისი თქმით, ამ ფონზე, "დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება" მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ბიზნესზე ზრუნავს და სუბსიდირების ფარგლებში მხოლოდ ამ კომპანიებს ეხმარება.
"ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვისა და კერძო სუბიექტებისთვის კვლავინდებურად კრედიტები და მასთან დაკავშირებული განუზომლად მაღალი პროცენტები რჩება. დამსხვრეული "ოცნებების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად, სუბსიდირებას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებშიც თავად აქვთ წილები, ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თავად გააჩნიათ ბიზნეს ინტერესები" — აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, ეს მადგომარეობა ნაცნობია, ის იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან საიდან გადაიხადონ სესხი, საიდან გადაიხადონ ვალები. ამ ფონზე მოქმედმა მთავრობამ აიღო 5 მილიარდი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი და გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება.
"220 მილიონი ლარის ქონება მარტო პირველ 6 თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს და ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება. ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა ბანკების ინტერესების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. რისთვის გვინდა ეროვნული ბანკი თუ ის ისევ ბანკების ინტერესებს დაიცავს? რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ სახელთან და მის გარემოცვათან დაკავშირებულ ბიზნესების ინტერესებს. მაინტერესებს ვინ იცავს გაჭირვეული და გაუკრვევლობაში მყოფი ხალხის ინტერესებს?" — ამატებს ვაშაძე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, მათი იურისტები მუდმივად ცდილობენ დაზარალებული ხალხის დახმარებას, რომელთაც უკანონოდ, უსამართლოდ ართმევენ ქონებას.
"ათობით ადამიანი ყოველდღიურად მოდის ჩვენთან ოფისში, ჩვენი იურისტი ვეღარ აუდის მათი საქმეების, კონკრეტული შემთხვევების განხილვებს. როცა უსამართლოდ, უკანონოდ, ადამიანებს ართმევენ ქონებას და ამ ფონზე უმოქმედოდ არის ხელისუფლება,სირცხვილია! მხოლოდ ბანკებისა და საკუთარი კომპანიების წახალისებაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც კი გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ამოცანა იქნება ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარება. დეკემბერში ყველა პენსიონერს ჩამოეწერება გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან ყველა სესხზე მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 2-3-ჯერ შემცირდება საპოცენტო განაკვეთი", — განაცხადა ვაშაძემ.
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები