დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი, ის არაფორმალური აკრძალვაა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისთვის — კანდელაკი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისკენ და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისაკენ მოწოდებს.
კანდელაკის თქმით, კარანტინი არის დისკრიმინაციული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მთავრობა განსხვავებულ პირობებში აქცევს.
"ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმარო ბატონი ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებას, როცა სახელმწიფო მათ მოქალაქეებს ათავსებს იძულებით კარანტინში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მოემართებიან მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ევროპული საქართველო მოითხოვდა თავიდანვე, რადგან ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი მეცნიერული საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისთვის", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკი მთავრობისგან ასევე მოითხოვს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ის ქვეყნებიც, რომელთაც მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვთ. კანდელაკის თქმით, ამგავრი ქვეყნებია საბერძნეთი, პოლონეთი და დანია.
"მოვუწოდებ მთავრობას, რომ უსაფრთო ქვეყნების სიაში შეიყვანონ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომელთაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გააჩნიათ კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი, როგორებიცაა საბერძნეთი, პოლონეთი და დანია. საბერძნეთსა და პოლონეთში ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ეს ქვეყნები შეტანილნი უსაფრთხო ქვეყნების სიაში", — აღნიშნა კანდელაკმა.
კანდელაკმა საქართველოს მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისკენაც მოუწოდა. ევროპული საქართველოს წევრის თქმით, რეგულარული ფრენები უნდა აღდეგეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც შედიან უსაფრთხო ქვეყნების სიაში, იმ პირობით, რომ სიას დაემატება ქვეყნები, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი აქვთ.
"ევროპული საქართველოს სახელით მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყონებლივ, ყოველგავრი დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ავიაკომპანიებს, მათ შორის, პირველ რიგში ვიზეარს, რომ აღადგინონ რეგულარული ფრენები არა ყველგან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებში იმ პირობით, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ქვეყნებიც, რომელთაც აქვთ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს ჩაწყობისა და გამონაკლისების დაშვება. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან მომავალმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა ჩააწყო მთავრობაში და ქვეყანაში შემოვიდა კარანტინის გვერდის ავლით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან, რომ შემოუშვას ქვეყანაში ადამიანები იმ ქვეყნებიდან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათია", — აცხადებს გიორგი კანდელაკი
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები