როგორ ეხმარებოდა კრემლი პატრიოტთა ალიანსს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის "გამართლებაში" — დოსიეს ახალი მასალა
ფოტო: ცენტრ დოსიე
პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრი დოსიე ახალ მასალებს აქვეყნებს, რომლებშიც ასახულია რუსული "კონტრარგუმენტები", ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.
დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებსა და დოკუმენტში წერია, რომ გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რამაც მათ მიმართ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ამის მოგერიებაში კი პარტიის დახმარებას მოსკოვიდან ცდილობდნენ წინასწარ დაწერილი პასუხებით. ამ თეზისებით ალიანსის ლიდერებს ჟურნალისტებისა და ოპონენტების კრიტიკული პოზიციები უნდა მოეგიერებინათ.
სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ მთავარი აქცენტი ილორის ტაძრისთვის ხატის შეწირვაზე და აფხაზეთთან დიალოგის აუცილებლობაზე უნდა გააკეთონ. დოკუმენტში მოყვანილი თეზისები ემთხვევა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის რიტორიკას აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ.
დოსიე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სტრატეგიაზე და იმ აქტივობებზეც აქვეყნებს ინფორმაციას, რითაც მათ უახლოეს მომავალში უნდა იხელმძღვანელონ. ეს აქტივობები მოიცავს საპროტესტო აქციებს, პიკეტირებებს და საარჩევნო დაპირებებს:
- აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში აჭარის მცხოვრებლების მიერ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება. განმახორციელებლები შეიძლება იყონ — რიგითი მუშები, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორი კი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი მუსულმანი და ქრისტიანი ძმები ან სხვა ძალა, მაგალითად, ახალშექმნილი აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი და სხვა.
- მაჟორიტარი კანდიდატების აქცია — "წაიყვანე ბავშვები სკოლაში", რაც მაჟორიტარი კანდიდატების მიერ ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას გულისხმობს.
- 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია თემაზე: "სიმართლისა და ობიექტურობისთვის". მიწვეული სტუმარი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით-თარხან მოურავი იქნება.
- მორიგი ინიციატივა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეხება, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეძლოთ. პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო ყუთების გახსნის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
ასევე, ცენტრი აქვეყნებს აგიტატორებისა და პარტიის მხარდამჭერებისთვის განკუთვნილს გეგმას, რომელშიც საუბარია იმაზე, რა აქცენტები უნდა ჰქონდეს მათ გამოსვლებს და როგორ უნდა იმუშავონ მასასთან.
დოსიე, აგრეთვე, პატრიოტთა ალიანსის ლიედერებისთვის განკუთვნის წერილს აქვეყნებს კურატორებთან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა პატრიოტთა ალიანსის არაოპერატიულობის გამო, მოსკოველ, კრემლთან დაახლოებულ კურატორებს მათთან კამათი უწევთ, რასაც პარტიაშიც "გაღიზიანებულად" პასუხობენ, თუმცა მათ ძირითად დავალებებს მაინც ასრულებენ.
დოკუმენტებში წერია, რომ პატრიოტთა ალიანსი 80-მდე ადამიანის შეგროვებასა და აგვისტოს ბოლომდე ვიდეორგოლების დამზადებას აპირებს, სადაც ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერასა და სიმპატიას გამოხატავენ.
ამ სიაში მოხვდა: პოეტები საღლიანი და ოთარაშვილი, კომპოზიტორები სეფიაშვილი და მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე და ლომია, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია და სხვა.
ფოტო: ცენტრ დოსიე
პატრიოტთა ალიანსის შესწორებები რუსი პოლიტექნოლოგების შემუშავებულ საარჩევნო მესიჯბოქსებზე
ფოტო: ცენტრ დოსიე
ცენტრის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი დათანხმდა გადაეცა რუსი პოლიტტექნოლოგიებისთვის მასალები, რომლებიც შეიცავს ამომრჩეველთა მისამართებს და სახლებში სადარბაზოებისა და ბინების რაოდენობას. ამ ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზად რუსეთში ალიანსის საარჩევნო გაზეთების გასავრცელებლად საჭირო რაოდენობის განსაზღვრა დაასახელეს.
დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე მოსკოვიდან პატრიოტთა ალიანსს აქციის გამართვა სთხოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა მათ კურატორებს მისწერეს, რომ ირმასა და დავითის მონაწილეობით გადაცემები 6, 7, 9 და 10 აგვისტოს გავიდა ეთერში. 8 აგვისტოს კი მხოლოდ კლიპები გაუშვეს. პატრიოტთა ალიანსში ომის წლისთავზე მიტინგის მოწყობაზე უარი თქვეს, რადგან მათივე თქმით, ამას მათ ხალხი ვერ აპატიებდა და ამის მოთხოვნა თბილისში არსებული სიტუაციის სრული ვერ გაგებაა.
დოსიეს მიერ გამოქვეყნებული გამოძიების პირველ ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტია მოსკოვიდა რვა მილიონით ფინანსდება და მას კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები კურირებენ, გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველი გუნდში. მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსს ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაუდასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. თავად პატრიოტთა ალიანსის ერთე-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი ბრალდებები უარყო და განაცხადა,რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს.
ალიანსზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ეს მათ არ ეხებათ და საქმე აუდიტის სამსახურს გადასცეს.
გაიგეთ მეტი:
- კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
- 8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 — ინაშვილი რუსეთიდან სავარაუდო დაფინანსებაზე
- დეპუტატი ინაშვილი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს "მაღალი კლასის პოლიტიკოსს" უწოდებს
- ინაშვილის აზრით, კითხვა პუტინისა და მედვედევის სამხედრო დანაშაულებებზე, პროვოკაციულია
- პროკურატურამ პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაზე შესული განცხადება აუდიტის სამსახურში გაგზავნა
- ლელო პატრიოტთა ალიანსის ანტიკონსტიტუციურ პარტიად გამოცხადებას მოითხოვს
- შუღლის გაღვივების მცდელობა — საარჩევნო ბანერზე პატრიოტთა ალიანსმა აჭარა ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინა
- ინაშვილი ამტკიცებს, რომ მათ ბანერებზე აჭარა წითლად არ იყო გამოსახული და ის "სააკაშვილი-ბოკერიას ბრძანებით შეაფერადეს"
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა



კომენტარები