ჩედვიკ ბოუზმენი — მსახიობი, რომელმაც კინემატოგრაფია სამუდამოდ შეცვალა
ფოტო: AFP
ჩედვიკ ბოუზმენმა თავისი კარიერა აფრო-ამერიკელი საკულტო სახეებისა და პიონერების შესრულებით დაიწყო, კარიერის დასასრულს კი თვითონაც ერთ-ერთი მათგანი გახდა. მსახიობი 28 აგვისტოს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება ტვიტერის ისტორიაში ყველაზე მეტად მოწონებადი ტვიტი გახდა და 6 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
მსახიობის კარიერა ტრაგიკულად ხანმოკლე გამოდგა, თუმცა მისი მიღწევები, როგორც მსახიობისა და კულტურული ძალის, ნამდვილად ისეთივე გმირული გახდება, როგორც იმ პერსონაჟების, რომლებსაც ის ასახიერებდა. სხვა თუ არაფერი, კინოწარმოების ლანდშაფტი მან მნიშვნელოვნად სახეცვლილი დატოვა.
ბოუზმენის ნიჭი არა მხოლოდ როლების განსახიერებაზე, არამედ მათ შერჩევაზეც ვრცელდებოდა. როგორც მსახიობმა ერთხელ თქვა, მას "მანიფესტი" ჰქონდა — დასაწყისიდანვე იცოდა, როგორი ისტორიების მოყოლა სურდა, თუნდაც ამ როლებამდე მისაღწევად ათწლეულების განმავლობაში საპნის ოპერებსა და ტელესერიალებში თამაში დასჭირვებოდა.
მსახიობის გარღვევად 2013 წლის ფილმი 42 იქცა, რომელშიც მან ნამდვილი ამერიკელი ლეგენდის როლი შეასრულა: ჯეკი რობინსონის, რომელიც ბეიზბოლის მთავარი ლიგის პირველი მნიშვნელოვანი შავკანიანი მოთამაშე იყო. ეს სპორტული ბიოგრაფიული ფილმი იყო, რომლის ამბის მოყოლაც ღირდა: როგორ დაძლია რობინსონმა თეთრკანიანებით დომინირებადი სფეროს რასობრივი შუღლი, თვით მისი გუნდის, Brooklyn Dodgers-ის, თანაგუნდელებისგანაც კი, რომლებმაც მასთან თამაშზე უარის თქმის პეტიციას მოაწერეს ხელი.
2013 წლის ჰოლივუდი ისეთივე მტრული არ იყო, როგორიც 1940-იანი წლების ბეისბოლი, მაგრამ ფერადკანიანი მსახიობისთვის მთავარი როლის მიცემა მაინც საკმაოდ წარმოუდგენელი იყო, თუკი დენზელ ვაშინგტონი ან უილ სმითი არ იყავი.
რეჟისორ ტეიტ ტეილორს მოუწია, Get On Up-ში ჯეიმს ბრაუნის როლის შესასრულებლად დაჟინებით მოეთხოვა ბოუზმენი, სტუდიისგან ზეწოლის მიუხედავად, რომელიც მას პროფესიონალი რეპერის აყვანას აიძულებდა. როცა ამ ფილმის ყურებისას ვხედავთ, როგორ შეუდარებლად ასრულებს ბოუმენი ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის როლს მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, დაწყებული ამაყი სულის მქონე ახალგაზრდათი და დამთავრებული ნარკოტიკებით გაბრუებული 60 წლის მოხუცებულით, მარტივია, მივხვდეთ, რატომ სურდა ტეიტს ასე ჯიუტად მსახიობი ამ როლზე. ბოუზმენი ამჯერადაც საკულტო აფრო-ამერიკელ პიროვნებას ასახიერებდა — არა ისე სწორხაზოვნად გმირულს, როგორიც რობინსონია, თუმცა რასობრივი ბარიერების გარღვევის თვალსაზრისით თანასწორად პიონერს.
შავი პანტერის განსახიერებამდე ბოუზმენს კიდევ ერთი ისტორიული როლი ჰქონდა: თერგუდ მარშალი — ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნული ასოციაციის იურისტი — რომელიც 1940-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა, სანამ უზენაესი სასამართლოს პირველი შავკანიანი მოსამართლე არ გახდა.
ბოუზმენის ფილმოგრაფიის ეს წარმომადგენელი — Marshall, რომელიც რეჯინალდ ჰადლინმა გადაიღო — ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, თუმცა ეს როლი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი გმირი არის არა სპორტსმენი, მუსიკოსი ან მსხვერპლი, არამედ შავკანიანი გმირი, რომელმაც დამსახურებული ადგილი საკუთარი ინტელექტით მოიპოვა. 1940-იანი წლების სასამართლო სისტემაში და იმ ეპოქის რასიზმის ფონზე ჭკვიანი, თავდაჯერებული შავკანიანი პროფესიონალი თავის თეთრკანიან თანაშემწესთან ერთად (ჯოშ გადი) ნორმან ჯუისონის In The Heat of the Night-ის ცნობილ მსახიობს, სიდნი პუატიეს, გვახსენებს.
მარველის Black Panther-ში საკულტო სუპერგმირის როლის უნაკლოდ შესასრულებლად ბოუზმენს სჭირდებოდა, რომ პერსონაჟის მრავალი თვისება რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონოდა: კეთილშობილება, გულისხმიერება, ათლეტურობა, ტექნიკა და ბუნებრივი მიმზიდველობის დიდი დოზა (ბოუზმენისნაირ ღიმილს ხელოვნურად ნამდვილად ვერ გაითამაშებთ). რთულია, შესადარებლად კრისტოფერ რივის სუპერმენი არ გაგვახსენდეს. ბოუზმენმა იცოდა, რომ ეს ჩვეულებრივი როლი არ იყო, თვით სუპერგმირული თვალსაზრისითაც კი. შავკანიანი სუპერგმირები მანამდეც ყოფილან (მაგალითად, უესლი სნაიპსი Blade-ში), მაგრამ შავი პანტერა შავკანიანთა მთელი თემის მისწრაფებებისა და ამბიციების შესრულების საშუალება და შავკანიანი მთავარი გმირის მყოლი მაღალბიუჯეტიანი მეინსტრიმ ფილმის უპრეცედენტო ექსპერიმენტი იყო.
ფსონი კიდევ უფრო იმან გაზარდა, რომ შავი პანტერა უპრეცედენტო კულტურული ტრანსფორმაციის დროს გამოჩნდა: #OscarSoWhite კამპანიამ რასის მიმართ კინოინდუსტრიის დამოკიდებულების გამოკვლევა გახადა აუცილებელი; კადრს მიღმა Black Lives Matter მოძრაობა ამერიკის უფრო ვრცელი რასობრივი უსამართლობების წინააღმდეგ მობილიზდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ორივე ამბავი გრძელდება, თუმცა Black Panther წყალგამყოფი იყო — ამბავი, რომელიც აფრო-ამერიკელების ცხოვრების რეალობას მოწყდა (რომელზეც, როგორც წესი, თეთრკანიანების მიერ დომინირებადი ჰოლივუდი ფოკუსირდებოდა ხოლმე) და რომელმაც აფროცენტრული უტოპიისა და მითოლოგიის სამყაროში გადააბიჯა. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ კონკრეტული რასის გარშემო განვითარებულ ფენტეზის ასეთი დიდი ბიუჯეტი და ყურადღება დათმობოდა, ამ ყველაფერს კი ბოუზმენი აერთიანებდა. მან ეს ბუნებრივი უნარ-ჩვევებისა და მძიმე შრომის შედეგად მოახერხა.
შავმა პანტერამ გააფართოვა წარმოსახვითი ლანდშაფტი და გარდასახა კინოინდუსტრია. მან დაამტკიცა, რომ კანის ფერი გაცილებით უფრო უმნიშვნელო ფაქტორია ფილმის შემოსავლისთვის, ვიდრე ინდუსტრიას ჰგონია, რამაც, თავის მხრივ, მრავალ სხვადასხვა მსახიობსა და ისტორიას გაუხსნა გზა. მთავარ როლში ფერადკანიანი მსახიობის მყოლი ფილმები ახლა უკვე ყველასთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მათ შორის ვხედავთ Get Out-ს, Bad Boys 3-სა (ამჟამად 2020 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი) და Tenet-ს.
"პანტერამდე, თუკი მთავარ როლში უილ სმიტისა და დენზელ ვაშინგტონისგან განსხვავებული შავკანიანი მსახიობით ფილმის დაფინანსებას ცდილობდი, ეს ძალიან რთული იყო. შავმა პანტერამ ამ საკითხის გარშემო შესაძლებლობების აღქმა შეცვალა. ამან ხალხს, მათ შორის მე, საშუალება მოგვცა, ისეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავით, საიდანაც წამყვანი მსახიობების შერჩევა კანის ფერისგან განურჩევლადაა შესაძლებელი. ეს ამბის ყველა მთხრობელსა და ყველა ადამიანს უფრო თავისუფალს ხდის", — ამბობს რეჟისორი ბრაიან კირკი.
კირკმა ბოუზმენი წინა წლის ნიუ-იორკის საპოლიციო თრილერში, 21 Bridges-ში, გადაიღო. ფილმის თანაპროდიუსერები ძმები რუსოები — მარველის ბოლოდროინდელი შურისმაძიებლებისა და კაპიტანი ამერიკის რეჟისორები — და თვითონ ბოუზმენი იყვნენ.
"როგორც პიროვნება, ბოუზმენი ბიოგრაფიულად საკმაოდ მდუმარე იყო იმ გაგებით, რომ ის არ საუბრობდა საკუთარ თავსა თუ იმ ტვირთზე, რომელიც მას ეწვა, არც საკუთარი ოჯახის დეტალებზე ამბობდა რამეს, მაგრამ ემოციურად ძალიან ღია იყო, რაც ერთგვარი პარადოქსია", — ამბობს კირკი.
ცხადია, 21 Bridges-ში მონაწილეობის დროისთვის ბოუზმენი უკვე ძალიან ცნობილი იყო. კირკის თქმით, ნამდვილი პოლიციელები, რომლებსაც ფილმის გადაღებისას შეხვდნენ, აშკარა მოწიწებას იჩენდნენ მის მიმართ, გადასაღებ მოედნებთან კი ბავშვები იყრიდნენ თავს.
"ბოუზმენი მათ მიმართ ულევი რაოდენობის დიდსულოვნებას იჩენდა. მას ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დადებით და ხელშესახებ სამაგალითო პიროვნებად ყოფნა. ის გასაოცარი მსახიობი და ნამდვილი კინოვარსკვლავი იყო. იშვიათია, იყო მათგან ერთ-ერთი მაინც, ორივე ერთად კი საკმაოდ წარმოუდგენელია", — დაამატა კირკმა.
ბოუზმენი თავდაპირველად რეჟისორობას სწავლობდა, მსახიობობას კი დამატებით სამუშაოდ მიჰყო ხელი. როგორც მისი პროდიუსერობიდან ჩანს, მისი გრძელვადიანი მანიფესტი, სავარაუდოდ, მსახიობობის გარდა კამერის უკან ყოფნასაც მოიცავდა. მან ინდუსტრიის შემცვლელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, თუმცა ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ მისი კარიერა ჯერ კიდევ ახლა იწყებოდა.
ბოუზმენის უახლესი სურათი — თუმცა ეს მისი ბოლო როლი არ არის — კიდევ ერთ სამაგალითო პერსონაჟზეა: ესაა სტორმინ ნორმანის როლი სპაიკ ლის Da 5 Bloods-ში. აქ ბოუზმენი ვიეტნამის ომში აფრო-ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფის ლიდერის როლს ასრულებს — არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც.
სწორედ ბოუზმენის პერსონაჟია ის, ვისაც რაზმის მიერ ხელახლა მოპოვებული ოქროს შინ, შავკანიანთა სამეზობლოებში, გადანაწილება დაეკისრება და ვინც თავის ურჩ ძმებს აწყნარებს მას შემდეგ, რაც ისინი მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შესახებ გაიგებენ და მზად არიან, ვიეტკონგელების ნაცვლად თავიანთ თეთრკანიან თანამებრძოლებზე გადაიტანონ იერიში.
ეკრანზეც და ცხოვრებაშიც ბოუზმენი ის ბუნებრივი ავტორიტეტია, რომელიც პასუხისმგებლობას მარტივად და მომხიბლავად ართმევს თავს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს კადრს მიღმა.
ამავე თემაზე:
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
კომენტარები