აშშ-ის ქალაქის დაცინვის გამო მერმა საკანალიზაციო ნაგებობას კომიკოსის სახელი დაარქვა
ფოტო: Greg Allen
აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ დანბერის თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს, კომიკოს ჯონ ოლივერს აჩვენონ, თუ რას ფიქრობენ ისინი ოლივერის მიერ მათი ქალაქის უხამსი დაცინვის შესახებ — ისინი საკანალიზაციო წყლების გამწმენდ ნაგებობას მის სახელს არქმევენ.
დანბერის მერმა მარკ ბაუტონმა ეს სარკასტული სვლა შაბათს, 22 აგვისტოს, თავის Facebook-ის გვერდზე დაპოსტილ ვიდეოში განაცხადა, რომელშიც ის ნაგებობასთან დგას.
"ვაპირებთ, მას [შენობას] სახელი შევუცვალოთ და ჯონ ოლივერის მემორიალური საკანალიზაციო ნაგებობა დავარქვათ. რატომ? იმიტომ, რომ ის განავლითაა სავსე, ისევე როგორც შენ, ჯონ", — თქვა მერმა.
ფოტო: Giphy
ახალი სახელი HBO-ს Last Week Tonight with John Oliver-ის ბოლოდროინდელ ეპიზოდს უკავშირდება, რომელშიც კომიკოსმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის რასობრივი უთანასწორობა განიხილა, რასთან დაკავშირებითაც კონექტიკუტის რამდენიმე ქალაქის პრობლემები მოიშველია.
ამ ნაწყვეტში ოლივერმა ახსენა დანბერის "მომხიბლავი რკინიგზის მუზეუმი" და მისი "ისტორიული ჰართსთოუნის ციხე-სიმაგრე".
"ზუსტად სამი რამ ვიცი დანბერის შესახებ. USA Today-მ ის 2015 წელს საცხოვრებლად მეორე საუკეთესო ქალაქად დაასახელად, ერთხელ ის ამერიკის ქუდების ინდუსტრიის ცენტრი იყო და, თუკი თქვენ ამ ქალაქიდან ხართ, მაშინ უვადო მოსაწვევი გაქვთ, რომ მოხვიდეთ — მათ შორის ბავშვები — და ჯონ ოლივერმა დაგჟეჟოთ. თქვენი (ცენზურა)", — თქვა კომიკოსმა გადაცემაში.
გაუგებარია, რის გამო გადაწყვიტა ოლივერმა დანბერის გალანძღვა. კვირას, 23 აგვისტოს, მის აგენტს კომენტარის გაკეთების მოთხოვნის შეტყობინება დაუტოვეს.
ოლივერმა 2017 წელს ერთხელ უკვე დასცინა ბაუტონსა და სხვა ამერიკელ მერებს იმ ვიდეოების გამო, რომლებშიც მერები ცდილობდნენ, ამაზონის მეორე შტაბ-ბინის აგების საუკეთესო ვარიანტად თავიანთი ქალაქი წარმოეჩინათ. თავის ვიდეოში ბაუტონი ალექსას — ამაზონის შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს — ეკითხება, რომელი ქალაქი იქნება დაწესებულებისთვის საუკეთესო ადგილი, ალექსა კი დანბერის პასუხობს.
ბაუტონი ახალ ვიდეოში იმასაც ამბობს, რომ ამაზონმა საწარმო დანბერიშიც გახსნა, თუმცა ეს მეორე შტაბ-ბინა არ არის.
"და, უი, ჰო, მადლობა იმ ამაზონის ვიდეოს ჩვენებისთვის. დანბერიში ამაზონის საწარმო გაიხსნა", — ეუბნება ბაუტონი ოლივერს ვიდეოს ბოლოში.
მარკ ბაუტონი საკანალიზაციო ნაგებობასთან
ფოტო: Office of Mayor Mark Boughton
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები