საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მისი გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შევიდა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიციამ და სამაშველო ჯგუფებმა საძიებო ღონისძიებები დაიწყეს.

გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.