ახლადაღმოჩენილი დინოზავრი, სავარაუდოდ, ტირანოზავრის ნათესავია
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა შარშან, შენკლინში სანაპიროზე დინოზავრის ძვლები იპოვეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი 115 მილიონი წლის წინ მცხოვრებ დინოზავრს, ვექტაეროვენატორ ინოპინატუსს ეკუთვნოდა, რომელიც 4 მეტრის სიმაღლეს აღწევდა.
საინტერესო ისაა, რომ აღმოჩენილ ძვლებს უამრავი სიღრუე აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, ჰაერით იყო ხოლმე სავსე. მსგავსი სიღრუეები ტირონაზავრს და თანამედროვე ფრინველებსაც აქვთ და ამიტომ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს დინოზავრი თეროპოდი იყო.
ძვლებში მსგავსი სიღრუეები ფილტვების ერთგვარი გაგრძელებაა — ის დინოზავრებს სუნთქვაში უწყობდა ხელს და ძვლების სიმსუბუქეს განაპირობებდა.
აღსანიშნავია, რომ დინოზავრის ეს ძვლები 2019 წლის მანძილზე სხვადასხვა ადგილას იპოვეს. ერთ-ერთი მეცნიერი, რომელმაც აღმოჩენა გააკეთა, რობინ ვარდია, რომელიც ძვლებს სანაპიროზე დასვენებისას შემთხვევით წააწყდა.
ამ დროისთვის მხოლოდ 4 ინდივიდუალური ძვალია ნაპოვნი, თუმცა ეს მეცნიერებისთვის საკმარისია, რომ დინოზავრის ჩონჩხის აგებულებაზე წარმოდგენა შეექმნათ.
კომენტარები