შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წარუდგინეს
ფოტო: საფეხბურთო კლუბი საბურთალო / Facebook
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
მკვლელობის ბრალდებით ბრალი არ წარუდგენიათ ვასილ მახარაძისთვის, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ჩიქოვანის მანქანას მართავდა. მისი სახელი არ წერია იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც, უწყების ცნობით, შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს დაედევნენ, შემდეგ ფეხბურთელი სცემეს და წყალში გადააგდეს.
პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაბადების დღის სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს სცემეს ვახტანგ ჩიქოვანი, რომელიც თავს დაჩაგრულად მიიჩნევდა და დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით თბილისში დაბრუნდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ადგილზე დარჩა მისი ორი მეგობარი და ისინი ჩიქოვანს ადგილიდან ინფორმაციას აწვდიდნენ.
პროკურატურის ვერსია ასეთია:
19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვახტანგ ჩიქოვანის კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანები ნაძალადევის რაიონიდან მცხეთის მიმართულებით გაემართნენ. ვახტანგ ჩიქოვანის ორი მეგობარი კი ამ დროს გიორგი შაქარაშვილმა და მის თანხმლებ პირებს უთვალთვალებდა.
პროკურატურა ამბობს, რომ დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. უწყების თქმით, თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვახტანგ ჩიქოვანის ის მეგობრები, რომლებიც შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს უთვალთვალებდნენ.
უწყება აღნიშნავს, რომ ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას.
"ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც უწყება ამბობს, პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით აგარაკისკენ წავიდნენ, თუმცა იქ არავინ დახვდათ და თბილისის მიმართულებით გამოემართნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა მანქანამ, საიდანაც გადმოვიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ.-და და ა.ქ. უწყება ამბობს, რომ ისინი გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილმა და მის თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
უწყება აღნიშნავს, რომ გიორგი ქათამაძე, რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილს, პროკურატურის თქმით, ის დაიმალა ფერადი შენობის უკან არსებულ ბუჩქებში.
პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს მისდევდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.გ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ შაქარაშვილს და ახვლედიანს. უწყება ამბობს, რომ ახვლედიანი მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირას არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება.
"როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის — მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა.
"ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება-დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.
"ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.
ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითარებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა: მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი — ნაძალადევის რაიონიდან.
"ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.
პროკურატურა საზოგადოებას ასევე ახსენებს, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, დაკავებულია 12 პირი, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
კომენტარები