კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი მკაფიოდ წარმოაჩენს ოცნების უუნარობას — გეგელია
ფოტო: ლელო
აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეს რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართველოს სრულყოფილ დაფინანსებას და ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. "ქართული ოცნების ანტი-სახელმწიფოებრივი და მავნებლური კურსის შედეგად, საქართველოსა და აშშ-ს უაღრესად მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაში პირველად შემოვიდა პირობითი დათქმები", — აღნიშნავს გეგელია.
მისი თქმით, კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს ქართული ოცნების უუნარობას, უზრუნველეყო დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო სისტემის ადეკვატური რეფორმირება, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო და საერთაშორისო კერძო სექტორის უფლებების დაცულობა.
"შედეგად, დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის ბედი უკვე იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორ დასკვნას გამოიტანს აშშ სახელმწიფო მდივანი, ბატონი მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე რადიკალურად შეცვალოს დღემდე წარმოებული დესტრუქციული და ანტი-დემოკრატიული სახელმწიფო კურსი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამგვარი პირობითობის შემოტანა ქართული ოცნების შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთადერთი ნამდვილი მიზანი, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოს სრული საერთაშორისო იზოლაციაა.
წლების განმავლობაში, ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას. სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რადიკალურად შემცირდა საგარეო ინვესტიციები. დღეს სრულიად ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არნახული მასშტაბებით გაზრდიდა. სამაგიეროდ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე, იმავე ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტამანისა და ნოვოროსიისკის რუსული პორტების ეკონომიკურ სტაბილურობას.
მრავალი თვის განმავლობაში, ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა ადეკვატურად ეპასუხა ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ არაერთგზის გამოხატულ წუხილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოცნებამ აირჩია სიცრუის, ცინიზმის და ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კურსი, რაც გამოიხატა პოლიტიკური მართლმსაჯულების უწყვეტ წარმოებასა და კორუფციის აყვავებაში, თავისუფალი მედიის სხვადასხვა ფორმით შევიწროებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაში.
დღეს სრულიად აშკარაა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვერდიქტი — ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საქართველოს ეროვნული ღირსების, საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკური განვითარების და მომავლის პერსპექტივის სრული გაჩანაგება, რასაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ეწევა", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები