ლაშა პატარაია: უნდა ველოდოთ რადიკალურ მოქმედებებს, რომლებიც ყველასათვის დამაზიანებელი იქნება
ფოტო: რეფორმერი
პოლიტიკურ პარტია რეფორმერში მედიის წარმომადგენელებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან, ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებასთან და ეროვნული უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ექსპერტის ლაშა პატარაიას ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტია რეფორმერის წევრმა უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ განაცხადა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სტაბილურობას, ასევე არსებობს რისკები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ლაშა პატარაია: "ყველა ბოლოდროინდელ რეზონანსულ საქმეში იკვეთება, რომ მათი აქტუალიზაცია ხდება მიზანმიმართულად შერჩევითობის პრინციპით. ქვეყანაში მიმდინარეობს დესტრუქციული პროცესები, სადაც არამარტო რუსეთი და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, არამედ ლოკალური აქტორებიც გვყავს. ასეთ დროს, კი კონტრსადაზვერვო რეჟიმის გააქტიურების ნაცვლად, რესურსები იხარჯება პოლიტიკური თუ მედია სივრცის კონტროლსა და ადამიანების პირადი მიდევნებისთვის. ამ რეზონანსირების, საინფორმაციო ბადის პოლიტიკის, დაშვებული შეცდომების თუ ინსპირირებული მოვლენების მიღმა ბევრად დიდი საფრთხე იმალება, რომლის გადასაფარადაც გამოიყენება ყოველივე აღნიშნული.
ჩვენ გვაქვს საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების დონეზე, რომელიც რუსეთმა ისევ გააცოცხლა რეგიონში. ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამას ემატება გართულებული კრიმინოგენული ფონი - გვაქვს შაქარაშვილის საქმე, ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება. ეს თემები არ დამთავრდება და იმ უზარმაზარ ნეგატიურ განწყობას, რომელიც დიდი ხანია მძაფრად გროვდება ვეღარაფერი შეაკავებს, მით უმეტეს თუ ამ ყველაფერში პოლიტიკური ან სპეცსამსახურული ინტერესებია ჩადებული. "
ლაშა პატარაიას განცხადებით, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გაატაროს ეროვნული უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად: " მოვუწოდებ ხელისუფლებას, უკვე დაშვებული სტრატეგიული შეცდომების შედეგად ქვეყანაში არის რთული კრიმინოგენული ვითარება. ამის საპირისპიროდ ნუ მოიყვანთ სტატისტიკას, რადგან ასეთ შემთხვევაში მონაცემთა სიზუსტეზე მომიწევს საუბარი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათი სატელიტები საზღვრისპირა რეგიონებიდან დათარეშობენ თავისუფლად. ეწევიან კამპანიებს, ქმნიან ნეგატიურ ფონს, ახდენენ სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას და პროფესიონალი ქილერებიც კი ყავთ, რომლებიც ასევე ოპერირებენ საქართველოში. ასეთ დროს, არც პოლიციელებს, არც სპეცსამსახურების თანამშრომლებს არ ეხალისებათ ისეთი დავალებების შესრულება, როგორიც პოლიტიკური პროცესებში ჩარევა, პოლიტიკოსებისა და თუ მედიის კონტროლია. ახლა ყველაზე მეტად, გასაკეთებელია საქმე და უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მთლიანად ქვეყნის წინაშე დგას! ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი უსაფრთხოების რესურსები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოცემულია ინდიკატორები, რომლის ანალიზიც იძლევა საფუძველს, რომ საქართველოში უნდა ველოდოთ რადიკალურ მოქმედებებს, რომლებიც ყველასათვის კოლოსალურად დამაზიანებელი იქნება." — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები