ProductHunt: ანგარიშსწორება QR კოდით და აპლიკაციის გარეშე — QR Code Payments
ნაღდი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით პანდემიის დროს, სულ უფრო ნაკლებად პრაქტიკული ხდება, ხოლო გადახდის ტერმინალების გამოყენება გარკვეულ ხარჯებს და სირთულეებს უკავშირდება.
QR Code Payments გვთავაზობს ახალ და მარტივ გზას ანგრიშსწორებისთვის საკრედიტო ბარათის ან PayPal-ის მეშვეობით, თანაც ყოველგვარი აპლიკაციების გამოყენების აუცილებლობის გარეშე. საკმარისია, შექმნათ გადახდის სამომხმარებლო გვერდი ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისისთვის, ამობეჭდოთ მასთან დაკავშირებული QR კოდი და მზადაა — მომხმარებლები მისი დასკანირების შემდეგ მარტივად გადავლენ აგარიშსწორების გვერდზე.
გარდა იმისა, რომ QR Code Payment უზრუნველყოფს ანგარიშსწორების ისეთ მეთოდს, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი აპლიკაციების გადმოწერას, მომხმარებელს არც რეგისტრაცია ან საკომისიოს გადახდა მოუხდება. ყველაფერი გაცილებით მარტივია — თქვენ ასკანირებთ QR კოდს, აწვებით გადახდის ღილაკს, შეგყავთ ბარათის მონაცემები და პროცედურა დასრულებულია.
QR კოდის დასკანირების შემდეგ მომხმარებელი გადადის სპეციალურად გამყიდველის მიერ მარტივად აწყობილ გვერდზე, სადაც შესაძლებელია ისეთი ფუნქციების დამატება, როგორიცაა პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა. კომპანიის მიერ გადახდის გვერდის ასაწყობად კი არანაირი კოდის გამოყენება არაა საჭირო — ყველაფერი ე.წ. Drag&Drop მეთოდით ხორციელდება.
კომენტარები