ეჯაილ ტრანსფორმაცია — ბიზნესის კეთების ახლებური კულტურა
ფოტო: თიბისი
საერთაშორისო კონფერენცია "ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი", რომელიც თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა. თიბისი მიზნად ისახავს ეჯაილ კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა.
კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, უკაინიდან და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა პროფესიონალებმა საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთ გამოცდილება და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკა.
მონაწილეებს შორის იყო ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელმაც მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა კონფერენციის მონაწილეებს. ამჟამად ის დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში ეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიას ეჯაილ ტრანსფორმაციაში.
"ეჯაილი მოგზაურობას ჰგავს, რომლის დროსაც სწავლობ, ვითარდები, მიზნებს აღწევ. ესაა გზა კომპანიისთვის, რომ გახდეს უფრო მოქნილი, ჰქონდეს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. მსოფლიო იცვლება, ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რაც ზრდის მომხმარებლის მოლოდინებს, მყისიერ მომსახურებას ითხოვს. კომპანიებიც განიცდიან ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ახალ საჭიროებებს. ეჯაილით ამის გაკეთება შესაძლებელია, მისი დანერგვა თვითმიზანი არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ ინსტრუმენტია.
პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თიბისიმ ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. გუნდი კარგად მოემზადა, დიდი როლი ჰქონდა პროცესში ლიდერების ჩართულობას, სოლიდური სტარტისთვის სწორედ ეს იყო საჭირო. თიბისი ახლაც ბევრს სწავლობს, ვითარდება და წინ მიდის, რაც გადამწყვეტია. ის ბაზრის დიდი მოთამაშეა, რომელიც ცდილობს სხვა წევრებსაც გაუზიაროს გამოცდილება", — ამბობს ეფი ვან დენ ბორნე.
როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება — ამ თემებზე თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა.
"თიბისისთვის ცოდნის გაზიარება მისიის — გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება — განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილ სტრუქტურაზე ერთი წელია რაც გადავედით, ბევრი რამ დაგვიგროვდა გასაზიარებელი. მთავარია, მიზანზე ორიენტირებულობა, კომპანიას უნდა ჰქონდეს მიზანი და აქედან დაიწყოს ტრანსფორმაცია. ეჯაილი იმდენად ფუნდამენტური ცვლილებაა, რომ რთული იქნება მისი განხორციელება თუ ეს პროცესი ზემოდან ქვემოთ არ დაიწყო, ანუ ვგულისხმობ მენეჯმენტიდან თანამშრომლებამდე. ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, არამედ ფილოსოფიური, კულტურული და ქცევითი ცვლილებებიც ახლავს თან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მენეჯმენტის ერთიანობა და მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, რომ ეს ის გზაა, რომელიც მიზნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ ეჯაილ ტრანსფორმაცის შედეგად გავხდით უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული, გავაბრტყელეთ სტრუქტურული ვერტიკალი, რითაც თავი დავაღწიეთ ზედმეტ ბიუროკრატიას, თანამშრომლებს მივეცით დელეგირება, რამაც მათი ბედნიერება 16 %-ით გაზარდა და გაგვიადვილდა ახალი ტალანტების მოზიდვა, 200-მდე ახალი კადრი მოვიზიდეთ ეჯაილ სტრუქტურებში, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
კონფერენციაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ეჯაილ სისტემაში კომუნიკაციის გადამწყვეტ როლზე და კულტურულ ცვლილებებზე ისაუბრა.
"ეჯაილური მოწყობა დგას კორპორაციულ კულტურაზე, გუნდის კულტურაზე, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ ვემსახურებით კომპანიის მთავარ მისიას, რომელიც პასუხობს კითხვას - რატომ ვარსებობთ? ეჯაილურ კულტურაში რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღირებულებაა - არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების, თუ შეცდომები არ დაუშვი არ იქნება ინოვაცია; ძალიან ბევრჯერ უნდა დასვა კითხვა რატომ, მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქციას პირობებში შეძლებ იპოვნო ინსაიტი ანუ დედააზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გაიგებ რა ამოცანა უნდა ამოხსნა. ეჯალი არ არის თვითამოცანა, არამედ ეს არის ამოცანის ამოხსნის საშუალება.
როდესაც კომპანია იზრდება, ემატება დეპარტამენტები და ხალხი, იზრდება ბიუროკრატიაც, ეჯაილი კი ამას ანგრევს. კომპანიის ზომის მიუხედავად უნდა გვინდოდეს, რომ ისევ ის სტარტაპი ვიყოთ, როგორიც მაგალითად თიბისი იყო 1992 წელს და ჰყავდა 10 კლიენტი. ამომავალი პრინციპი ეჯაილში არის სიმარტივე, როგორ ვაკეთებთ საქმეს, როგორ ვურთიერთობთ მომხმარებელთან, როგორ ვაგვარებთ პრობლებებს, სწორედ სიმარტივე არის ის, რაც უზრუნველყოფს წარმატებას", — ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა. გიორგი მამალაძემ, რომელიც ამჟამად Siemens-ის მთავარი არქიტექტია, მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და თავისი ეჯაილ მოგზაურობის 5 ეტაპი გაიხსენა.
"ეჯაილი სამუშაოს ეფექტურად უზრუნველყოფის ხელსაწყოა, რომელშიც არ არსებობს მზა რეცეპტები, ახალ სიტუაციაში წარსული გამოცდილების გამოყენება არ ხდება. ეჯაილი ევოლუციური მექანიზმია, რომელიც ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტას გვთავაზობს, მხოლოდ მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ ერთი: გააკეთე, გაანალიზე და გააუმჯობესე", — ამბობს გიორგი მამალაძე.
კომპანიის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა — თეგეტა მოტორსის დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ და კომპანია ნოვას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად აბულაძემ თავიანთი ბიზნესის განვითარების გზასა და ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები