მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას — NGO-ები
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებენ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დაუჭირონ.
"მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით მომავალი არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო 120 პარტიული სიით შევა, დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხვალ უნდა განიხილონ. ხვალვე იქნება კენჭისყრაც.
NGO-ები ამბობენ იმასაც, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი და ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში.
"სამართლიანი საარჩევნო სისტემა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისა და რეფორმების განხორციელების გზაზე არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა.
"შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას", — ამბობენ NGO-ები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- უფლებები საქართველო.
21 ივნისს დაგეგმილ კენჭისყრაში არმონაწილეობის შესახებ ოპოზიციური პარტიები უარს იმ მოტივით ამბობს, რომ გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული გიორგი რურუა არ გაათავისუფლეს. მათი პოზიციაა, რომ ესეც 8 მარტის შეთანხმების ნაწილია და ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ უმრავლესობისა და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მხარდაჭერის შედეგად, ცვლილებებს ოპოზიციური პარტიის გარეშეც მიიღებენ. დამოუკიდებელი დეპუტატები ამ მხარდაჭერას ადასტურებენ.
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
კომენტარები