IDFI: 10 თვეში შს მინისტრის მოადგილეებზე დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია გაიცა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შსს-სგან მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წელს, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გასცეს 6 969 892 ლარი, საიდანაც მათივე ცნობით, ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.
ფოტო: IDFI
IDFI-ის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი:
"მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს".
მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია:
- ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი,
- ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი,
- ლევან იზორიამ - 92 750 ლარი,
- ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი,
- დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი,
- გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი
IDFI ასევე მიუთითებს იმასაც, რომ ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია:
- ალექსანდრე ტაბატაძის ივლისის პრემია - 22 000 ლარი,
- ალექსი ბატიაშვილის 2013 წლის მაისის პრემია - 15 750 ლარი,
- ლევან იზორიას პრემია - 13 250 ლარი.
გარდა ამისა, IDFI-ის დოკუმენტების თანახმად, 2013 წლის პირველ 10 თვეში, ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული ზვიად ჯანყარაშვილს -70 000 ლარი.
ხოლო, ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.
როგორც IDFI განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი:
"შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ".
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
კომენტარები