ფაქტორინგი კომპანიებს ფულადი სახსრების გაზრდასა და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებაში ეხმარება. აღნიშნული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ინვოისების დაფინანსებას, მხარდაჭერას მიმდინარე დებიტორული დავალიანების შეგროვებაში და დაფინანსების დაფარვის უზრუნველყოფას დებიტორის გაკოტრების ან არ გადახდის შემთხვევაში.

ეს პროდუქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის პირობებში, რადგან საკუთარი ბიზნესის დაცვამ და ერთგვარმა დაზღვევამ, შესაძლოა, მომავალში მისი ეფექტიანი აღდგენის საშუალება მოგცეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაქტორინგით სარგებლობა საბანკო ფილიალში მიუსვლელად, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა წარმოება, საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია, მშენებლობა, ჯანდაცვა ან ფარმაცევტული კომპანიისა და ტრანსპორტის კომპანიების საქმიანობა, თუმცა ამ პროდუქტის გამოყენება შეუძლია ასევე ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც რეგულარულად აწვდის ან უწევს მომსახურებას მომხმარებლებს.

თუ გჭირდებათ გაყიდვების გაზრდა, საბრუნავი საშუალებებეის ან ნედლეულის დროული შევსება, მაშინ ეს პროდუქტი აუცილებლად დაგჭირდებათ.

როგორც დებიტორი, თქვენ თანხის გადახდის ვადის გადავადებასაც შეძლებთ.

საქართველოს ბანკის ფაქტორინგი ბიზნესის განვითარებისთვის რამდენიმე სერვისს აერთიანებს:

  • ინვოისის დაფინანსება მოთხოვნის უფლებით — თქვენ ისარგებლებთ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით და საშუალება გექნებათ ნებისმიერი დებიტორის ინვოისზე მიიღოთ დაფინანსება, მაგრამ დებიტორის მხრიდან არ გადახდის შემთხვევაში მიღებული დაფინანსების დაფარვაზე პასუხისმგებლობა რჩება თქვენთან.
  • ინვოისის დაფინანსება მოთხოვნის უფლების გარეშე — ბანკს წინასწარ შეფასებული აქვს თქვენი დებიტორები და დაფინანსების მიღება შეგიძლიათ ამ დებიტორებისგან, მაგრამ არ გადახდის შემთხვევაში მიღებულ დაფინანსების დაფარვაზე თქვენ არ იქნებით პასუხისმგებელი.
  • დებიტორული დავალიანების შეგროვება — ბანკის ელექტრონული სისტემა შეახსენებს თქვენს დებიტორებს მოახლოებული გადახდის შესახებ, ხოლო არ გადახდის შემთხვევაში ბანკი მათ გადაცილების შეტყობინებას გაუგზავნის.
  • დაფინანსების დაფარვის უზრუნველყოფა — იმ შემთხვევაში თუ დებიტორი შეფასებულია ბანკის მიერ, იგი თავად იზრუნებს დებიტორული დავალიანების მოთხოვნაზე დებიტორთან, ხოლო მიღებული დაფინანსების დაფარვაზე კლიენტი არ იქნება პასუხისმგებელი.

ფაქტორინგის გამოყენების წესი

წარმოვიდგინოთ ლიმონათის საწარმო, რომლის პროდუქციაზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და მისი დირექტორი, დათო. ერთ მშვენიერ დღეს დათოსგან იყიდეს ყველა ბოთლი ლიმონათი და გამოუგზავნეს საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი, ანუ საბუთი რომ ფულს მას გადაუხდიან 15 დღეში ან 1 თვეში.

სანამ დათო ელოდება თანხის ჩარიცხვას მას ლიმონათების წარმოებისთვის ნედლეულის საყიდელი ფული აღარ აქვს და არც სესხის აღების საშუალება.

ამ დროს გამოგვადგება ფაქტორინგი.

დათოს შეუძლია დაიმტკიცოს ფაქტორინგის ლიმიტი ან მიმართოს ფაქტორინგულ კომპანიას და პირდაპირ არსებული ინვოისების საფუძველზე ისარგებლოს დებიტორის, ანუ ლიმონათის მყიდველის ლიმიტით.

რაც ყველაზე მთავარია — როგორც კი დათო თავის ლიმონათს მაღაზიებს გადასცემს, ფაქტორინგული კომპანია მას ინვოისის საფუძველზე ურიცხავს უმეტეს თანხას, რათა მან საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, ხოლო დანარჩენს, ინვოისების თანხის შეგროვებისთანავე.

რა ხდება მაშინ, თუ მაღაზიამ დათოს კომპანიას საერთოდ ვეღარ უხდის ფულს. ამ დროს ფაქტორინგ კომპანია ვალდებულია მას ინვოისში მითითებული თანხა სრულად გადაუხადოს.

ფაქტორინგის პორტალით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამისათვის მასზე უნდა იყოს გააქტიურებული ფაქტორინგის გვერდი და პორტალზე გადასვლის უფლება, რისი გააქტიურებაც ინტერნეტ ბანკიდან შეგიძლიათ. რაც მთავარია, ამისთვის კლიენტს ავტორიზაციის გავლა მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მოუწევს. დაფინანსების მისაღებად საჭიროა დამტკიცებული იყოს ფაქტორინგის ლიმიტი, რომლის მოთხოვნაც ასევე ბიზნეს ინტერნეტ ბანკიდან არის შესაძლებელი.

ბანკირთან კონსულტაციის შემდეგ ბიზნესი და ბანკი სერვისის პირობებზე უნდა შენთანხმდეს. ბანკირი ამ პროდუქტის ლიმიტის დამტკიცებას უზრუნველყოფს, ხოლო კლიენტი გააფორმებს ფაქტორინგის მომსახურების ხელშეკრულებას.

შემდეგი ნაბიჯია პორტალზე შესვლა, სადაც მომხმარებელს საკუთარი დებიტორების და ინვოისების დამატების, ასევე დაფინანსების მოთხოვნის საშუალება ექნება.

ასეთი სახით დრამატულად მცირდება ლიმიტის ფარგლებში დაფინანსების დრო. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის საშუალებით თქვენი თითოეული განაცხადის საკრედიტო კომიტეტზე განხილვის აუცილებლობა აღარ იქნება საჭირო.

ფაქტორინგი არ ნიშნავს სესხს

ფაქტორინგს სტანდარტული საკრედიტო ხაზისგან ან სესხისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება გამოარჩევს. ფაქტორინგით სარგებლობისას თქვენ სტანდარტული საკრედიტო პროდუქტისგან განსხვავებით უფრო მეტი დაფინანსების მიღების საშუალება გეძლევათ. ხოლო დაფინანსების მისაღებად თქვენ აღარ გჭირდებათ გარანტიების ან უზრუნველყოფის დადასტურება.