გარემოზე ზრუნვის მარტივი ჩვევები, რომლებზეც, შეიძლება, არასდროს გიფიქრიათ (II ნაწილი)
ფოტო: Porapak Apichodilok / Pexels
კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საკითხები დიდი ხანია მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში დგას. წინა სტატიაში უკვე გესაუბრეთ ელექტროენერგიის დაზოგვის, ქაღალდის გამოყენების შემცირებისა და მტკნარი წყლის მოფრთხილების შესახებ.
ამ სტატიაში კი ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავის კიდევ ოთხ რეკომენდაციას გაგაცნობთ, რომელთა რეგულარულად დაცვას ჩვენი გარემოს და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლია.
შეამცირე ორგანული ნარჩენები
ფოტო: Joshua Hoehne / Unsplash
ყოველწლიურად მსოფლიოში 2 ტრილიონი ტონა ორგანული მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც არამხოლოდ დიდ ეკოლოგიურ პრობლემას იწვევს, არამედ გადასახადების გადამხდელებსაც ძვირი უჯდებათ მისი შეგროვება, ტრანსპორტირება და შემდგომ განთავსება. ამიტომ:
- თუ ეს აუცილებელი არაა, ნუ გათლი ხილს და ბოსტნეულს. გამდინარე წყალში ის ძალიან კარგად ირეცხება. თუ საჭიროა, ჭურჭლის სახეხი ღრუბელიც შეგვიძლია მივახმაროთ, რომელიც მხოლოდ ძალიან თხელ ფენას აცლის ბოსტნეულს;
- შეიძინეთ საკვები პროდუქტები მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება თუ რას ვამზადებთ, ამით თავიდან ავირიდებთ მაცივრის ქვედა უჯრაში ჩარჩენილ კომბოსტოს, რომელიც "შემთხვევით" გაფუჭდა;
- მშრალი პური ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლოა. უამრავი გემრიელი კერძი არსებობს, რომელიც ხმელი პურის და ლავაშისგან შეგიძლია მოამზადო;
- როცა ბროკოლს წვერებზე მოყვითალო ფერი ეძლევა სწორედ მაშინაა ის ყველაზე სასარგებლო და ნუ გადააგდებ;
- თუ ეზო გაქვს, აწარმოე კომპოსტი უმარტივესად. ამით ნარჩენებსაც შეამცირებ და ნიადაგის ნაყოფიერებასაც ხელს შეუწყობ, რომელიც შემდეგ უფრო ლამაზ ყვავილს, გემრიელ ხილს და ბოსტნეულს დაგიბრუნებს უკან;
- ბანანის ნაფცქვენისაგან ძალიან ეფექტური ნაყენი მზადდება, რომლითაც თქვენი ქოთნის მცენარეებს შეგიძლიათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ;
- ეზოს ნასხლავი და ხმელი ფოთლები არ გადაყარო. შეგიძლია, ერთ ადგილას მოაგროვო და დაივიწყო. ბუნება მას უკან დაიბრუნებს ერთ წელზე ნაკლებ დროში. თუ გინდა ბუნებას ამ პროცესში მიეხმარო, დააქუცმაცე ნარჩენები, დააგროვე ერთ ადგილას და ხანდახან მსუბუქად მორწყე ხოლმე — ის მალე კომპოსტად იქცევა და ნიადაგს გაანაყოფიერებს.
უარი თქვი პლასტმასაზე
ფოტო: mali maeder / Pexels
მსოფლიოში ყოველწლიურად 270 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება, რომელიც სხვადასხვა სახით მოდის ჩვენამდე: ბოთლები, ქილები, პარკები, სათამაშოები, ჯაგრისები... ძნელია სრულად უარი ვთქვათ პლასტმასაზე, მაგრამ მისი შემცირება შესაძლებელია:
- გამოიყენე მრავალჯერადი ჩანთა და აღარ დაგჭირდება პოლიეთილენის პარკი;
- სასმელები შუშის ჭურჭელში უფრო გემრიელია და იცით რატომ? მინა მზადდება ინერტული მასალისგან და ის არასოდეს შედის რეაქციაში საკვებ პროდუქტებთან. განსხვავებით პლასტმასისგან, რომელიც ორგანული ქიმიური მასალებისაგან მიიღება.
- პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი არც პიკნიკს უხდება და არც სუფრას, პიკნიკის შემდგომ კი მისი გარემოში მოხვედრა ძალიან აზიანებს და ამახინჯებს ბუნებას.
- არაა საჭირო იყიდო ბოთლში ჩამოსხმული წყალი. მინი თერმოსები. რომელიც არც ძვირი ღირს და უფრო ლამაზია ვიდრე პლასტმასის ბოთლი, შეგიძლია წლობით გამოიყენო როგორც წყლისთვის, ისე ცხელი სასმელებისთვის;
- საწებელი პლასტმასის შეფუთვაში თუ უფრო მოხერხებული გგონია, იფიქრე, რამდენ რამეში შეგიძლია გამოიყენო მინის ქილა, რომელსაც საწებელთან ერთად იძენ;
- კვერცხის ქაღალდის უჯრედებში შეგიძლიათ ჩათესოთ მცენარეები და შემდეგ პირდაპირ გადაიტანოთ ქოთანში;
- პლასტმასისგან დამზადებული სამზარეულოს ინვენტარს (ჩამჩა, ჯამი, დიდი კოვზი...) გააჩნია გამოყენების ვადა და გამოყენების მკაცრი წესები, რომლის დაუცველობის შემთხვევაში ის სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. თუ არ იცი რა ვადით და რა დანიშნულებით გაქვს ნაყიდი მსგავსი ნივთები, უარი თქვი მათზე და სხვა დროს აღარ გაეკარო, უბრალოდ შეიძინე მეტალი და ხის ნივთები. ამით თქვენი სამზარეულო უფრო მყუდრო გახდება.
ნუ დააბინძურებ გარემოს
ფოტო: Catherine Sheila / Pexels
დაბინძურებული გარემო და ანტისანიტარია აუარესებს ცხოვრების ხარისხს და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სუფთა გარემოზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ:
- სიგარეტის ნამწვავი ჩააქრე და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსე ურნაში. თუ ურნას ვერ ხედავ, მაშინ ჩააქრე, ნამწვავი კი მოათავსე სიგარეტის კოლოფში და შემდეგ ჩააგდე ურნაში.
- საღეჭი რეზინა ხშირად ხდება მტრედების და ბეღურების სიკვდილის მიზეზი, რომელიც მათ საკვები ჰგონიათ და როცა მის შეჭმას ცდილობენ ის მათ საყლაპავში იჭედება და კლავს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ცუდად იხსენიებენ საღეჭი რეზინის ქუჩაში გადამგდებს, როდესაც სხვა პირები მას ფეხსაცმლის ძირზე მიკრულს აღმოაჩენენ ხოლმე;
- მზესუმზირის ნარჩენი ბუნებაში კომპოსტია, ასფალტზე და ქვაფენილზე კი ნაგავი;
- ნუ ჩაარჭობ ჩუპა-ჩუპსის ჩხირს და ნაყინის კოვზს გაზონზე — ის შეიძლება 800 წლის შემდეგ იპოვონ არქეოლოგებმა და აღარ დაიჯერონ, რომ ჩვენ უძველესი კულტურის მქონე ერი ვართ;
- ნაყინის შეფუთვა მხოლოდ ისეთ კონტეინერში ჩააგდე, საიდანაც მას ნიავი არ ამოაფრიალებს. ის ხომ ძალიან პატარა და მსუბუქია;
- ნუ დატოვებ გაფუჭებულ საბურავს გზის მიმდებარედ. თუ მსგავსი შემთხვევა გაქვს, აუცილებლად მოგიწევს გაჩერება ვულკანიზაციასთან და შეგიძლია მათ მიაბარო;
- ნუ მოისვრი მანქანიდან ნარჩენებს, ის შეიძლება უკან მომავალ მანქანას მოხვდეს და ამის გამო კონფლიქტურ ვითარებაში აღმოჩნდე. არ არის ძნელი ნარჩენების მანქანაშივე ჩატოვო და შემდეგ ერთიანად განათავსო ურნაში.
გახდი ტრენდული და პოზიტიური
ფოტო: Pixabay / Pexels
გამოიყენე ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი. ამით დაზოგავ მგზავრობის ხარჯებს და დაწვავ ზედმეტ კალორიებს;
არ მოგერიდოს ხალხის თანდასწრებით ქუჩაში დაგდებული ბოთლის აღება და იქვე, ურნაში ჩაგდება — ამით კარგ მაგალითს მისცემ გარშემომყოფთ;
გახდი ეკომცოდნე და ეკოგამზიარებელი- ყველასთვის საინტერესოა ეკოლოგიაზე მეტი ინფორმაციის გაგება. ამისათვის მოიძიე შესაბამისი ინფორმაცია, აიმაღლეთ ცნობიერება და შემდგომ გაუზიარეთ სხვებსაც;
დააფასე და წაახალისე კაფე, რესტორანი, სადაც ყავას მხოლოდ ფინჯნით მოგართმევენ, წვენს კი შუშის ჭიქით, არ დაგავიწყდეს მადლობა და ღიმილი მიმტანისათვის, რომელიც წვენს ქაღალდის საწრუპით მოგიტანთ და არა პლასტმასის;
ყურადღება მიაქციე ფერებს და მოიძიე მიზეზი კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურებიდან თუ წყალი არ არის გამჭვირვალე, ფოთლები და წყლის მცენარეები მწვანე, ცა კი — ლურჯი.
უარი თქვი სწრაფ კვებაზე. ის მავნეა შენი ჯანმრთელობისთვის და არ ზოგავს ბუნებას, რადგან დიდი რაოდენობით შესაფუთ მასალებს საჭიროებს;
აქციე ნივთებისათვის მეორე სიცოცხლის მიცემა შენი ცხოვრების წესად.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები