ნახეთ კორონავირუსის ახალი, უპრეცედენტოდ დეტალური და მეცნიერულად ზუსტი 3D მოდელი
კორონავირუსით განპირობებულმა პანდემიამ მეცნიერებს შორის მასშტაბურ კოლაბორაციას დაუდო საფუძველი. დროთა განმავლობაში, ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალა და აგებულება უფრო თვალსაჩინო გახდა, რამაც მის აკურატულ 3D მოდელირებს ხელი შეუწყო.
ექსპერტების თქმით, კორონავირუსის 3D ვიზუალიზაცია ძალიან აკურატულია. Visual Science-ის კომპუტაციური ბიოლოგების შექმნილი მოდელი ვირუსზე არსებულ სამეცნიერო კვლევებს ემყარება.
მოდელის შექმნა მეცნიერებმა ვირუსული ცილების ურთიერთქმედების, გენომის და რიგი ნიშანთვისებების ანალიზით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შეძლეს.
კორონავირუსული ნაწილაკები პლეიომორფულები არიან, ანუ მათი ზომა და ფორმა ცვალებადია, თუმცა საბოლოოდ კორონავირუსი მეტწილად სფერისებრი ფორმისაა და ზომაში 50-150 ნანომეტრს არ აღემატება.
3D მოდელში ნაცრისფერი ფერით ვირუსის გენომია გამოხატული, ხოლო სხვადასხვა ცილას ფერადი შეფერილობა მიენიჭა. კორონავირუსს კედელზე სპეციალური გლიკოპროტეინები აქვთ, რომელიც ვირუსს "გვირგვინივით" ეხვევა და მასპინძელ უჯრედთან საგულდაგულოდ ამაგრებს.
ახალი ვირუსის აღმოცენებისთანავე მეცნიერებმა მისი აკურატული დასურათების მცდელობები დაიწყეს. SARS-nCoV-2 ვიურსის პირველი იზოლირებული ფოტო ოსვალდო კრუზის ლაბორატორიაში, ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით გადაიღეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 3D მოდელირება ვირუსის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ვინსენტ რაცანიელოს თქმით, კორონავირუსის მოდელირება ვირუსის საშიშროებას ხალხისთვის უფრო აშკარას გახდის.
კომენტარები