"პოლიტიზებული მართლმსაჯულება" — Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლი გაუარესდა
ფოტო: Maksim Kabakou
Freedom House-ის ახალ ანგარიშში, (Dropping the Democratic Facade / "დემოკრატიის ფასადის ჩამოგდება"), საქართველო ისევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით დემოკრატიის განმსაზღვრელი ქულა, 3,29-დან 3,25-მდე შემცირდა. ანგარიშში წერია, რომ კლება სასამართლოს დამოუკიდებლობის სფეროს უკავშირდება. ქვეყნების სარეიტინგო ქულა 1-დან 7-მდეა, რაც ნიშნავს, რომ 7-ქულიანი ქვეყანა დემოკრატიის უმაღლეს დონეს აჩვენებს, ხოლო 1-ქულიანი — ყველაზე დაბალს:
"[საქართველოში] სასამართლოს დამოუკიდებლობის ქულა შემცირდა 3-დან 2,75-მდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების სადავო დანიშვნისა და 2019 წლის ივნისის აქციების დასაშლელად პოლიციიის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო".
ანგარიშში მიმოხილულია დემოკრატიის ხარისხის მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა:
"თუკი პოლონეთი თავის კურსს გააგრძელებს, იგი შეუერთდება ჰიბრიდულ, ან ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნების რიგს, სადაც პოლიტიზებული მართლმსაჯულება ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები, ის შემაშფოთებელი მაგალითებია, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს [პოლიტიზებული მართლმსაჯულება]. მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემა საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის მთავარი ნაწილია, 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში, არაერთმა განურჩეველმა დაპატიმრებამ და სასამართლო საქმემ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც დაძაბული სიტუაცია".
Freedom House-ს მაგალითად მოყავს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენა, რომელიც ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. ორგანიზაცია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ განაცხადი გააკეთა პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაზე, მას ბრალი წაუყენეს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ უფრო "გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი" [გიგი უგულავა] 38 თვით დააპატიმრეს, სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, განმეორებით წარმოებულ საქმეზე.
"ნიშნად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ქვედა ინსტანციებში არ მოხდება, მმართველმა უმრავლესობამ 14 ახალი მოსამართლე მიავლინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ, "უაღრესად არასწორი და არაპროფესიონალური" დანიშვნის პროცედურების შემდეგ", — წერს Freedom House.
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა


კომენტარები