თელასის ინფორმაციით, დღეს საბურთალოს რაიონს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

თელასის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.