აშშ-ში ფუტკრების გამანადგურებელი გიგანტური აზიური კრაზანები პირველად დააფიქსირეს
უკანასკნელი თვეების განმავლობაში პირველად, აშშ-ში უზარმაზარი მწერი — აზიური გიგიანტური კრაზანა, იგივე Vespa mandarinia შენიშნეს.
კრაზანები დააახლოებით ხუთი სანტიმეტრი სიგრძის არიან, ისინი პირველად ვაშინგტონის შტატში გასულ წელს დააფიქსირეს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა მიხედვით კი, მწერები აქტიურები გაზაფხულზე არიან.
"ისინი უზომოდ დიდები არიან", — განაცხადა ინვაზიური სახეობების სპეციალისტმა ტოდ მიურეიმ.
მწერები ადამიანებისა და შინაური ცხოველების მიმართ აგრესიას მხოლოდ გაღიზიანების შემთხვევაში იჩენენ, ზოგიერთ სიტუაციაში მათ ადამიანებიც კი მოუკლვათ. მაგალითად, 2013 წელს, ივლისისა და ოქტომბრის შუალედში შენსის პროვინციაში მწერმა 1 600 ადამიანი დააზიანა, 41 კი იმსხვერპლა.
მათ მთავარ სამიზნეს მეთაფლია ფუტკრების სკები წარმოადგენს, რომლებსაც ისინი თავს ესხმიან და ხშირად ანადგურებენ.
"აზიური გიგანტური კრაზანები მეთაფლია ფუტკრების სკებს ანადგურებენ. მათ მცირე რაოდენობას სკის განადგურება რამდენიმე საათში შეუძლია. შემდეგ კი ისინი ფუტკრებს თავის მოჭრით კლავენ", — აცხადებს ვაშინგტონის დეპარტამენტი. "მოპოვებულ სკას ისინი საკუთარივით იცავენ. კრაზანები სხვა მწერებსაც ესხმიან თავს, თუმცა როგორც წესი, მათ მთელ პოპულაციას არ ანადგურებენ".
მეცნიერების თქმით, ადამიანებმა მწერებისგან თავდასაცავად განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ. არსებობს სპეციალური ვებგვერდიც, სადაც ახსნილია თუ როგორ უნდა დაუგოთ ხაფანგები მათ. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია დიდი წითელი ბანერი, რომელიც ხალხს აფრთხილებს, რომ კრაზანებთან სიახლოვის დროს ფრთხილად იყვნენ.
კომენტარები