ევროპაბეთის უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს
ფოტო: ევროპაბეთი
პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა.
1 მილიონი ჩვენება საჩუქრად — ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთმა 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.
"პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავდა. გამომდინარე იქიდან, რომ პოპმედია სამ პლატფორმას აერთიანებს, არსებული სარეკლამო სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად მოგვიწია შემოსული განაცხადებიდან არჩევანი მცირე და საშუალო ბიზნესებზე გაგვეკეთებინა. რადგან მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის რეალობაში მათ მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. საბოლოოდ ჩვენი პროექტი მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში 30-მდე ბიზნესს დაეხმარება", — აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, პროექტის responsible.ge-ს ხელმძღვანელი, ლაშა გოგუა.
პროგრამაში ჩართული ბიზნესები:
- NairNairi — ნაირნაირი თასმებისა და მაისურების ბრენდი;
- Shno - შნო — ლითონისა და ხის ავეჯის ქართული საწარმო;
- Medsoft — სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა;
- Mob.ge — ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეადაროს მობილურების ფასები საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებს შორის სახლიდან გაუსვლელად;
- Music House — "მუსიკის სახლი" მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც 16 წელია არსებობს და ამ დროისათვის 3 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში;
- Dé Aure — ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხამრებელმა საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ნივთებით გაიცნო;
- Luni.com.ge — კომპანია ლუნი მომხმარებელს პროექტირების, დაგეგმვისა და რემონტის მართვის მომსახურებას სთავაზობს;
- Makhati Game — ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში;
- On-shop.ge; Hap.ge; Altex.ge; bauma.ge — საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზიები;
- Green Residence — დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს;
- Leaf.ge — ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი;
- Kolo — ავტომობილის რეცხვის სერვისი;
- Guide Batumi — ბათუმის ელექტრონული გზამკვლევი;
- GIFme — GIF-ებისა და ფოტოების გადამღები აპარატი, რომელიც ასევე ადგილზევე ბეჭდავს გადაღებულ ფოტოებს. აპარატი განკუთვნილია წვეულებებისა და ღონისძიებების გასახალისებლად;
- Buppee — დაბადების დღეების ონლაინ პლატფორმა, სადაც საჩუქრებს თავად იუბილარები ირჩევენ, ხოლო მეგობრები სწორედ ამ არჩევანის საშუალებას ჩუქნიან მათ.
პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ.
ევროპაბეთი 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები