საქართველო დამატებითი ტესტებით და მსოფლიო ზომების შემსუბუქების მოლოდინში — 29 აპრილის შეჯამება
ფოტო: Los Angeles Times
29 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 3 179 494;
- გარდაცვლილი — 225 927;
- გამოჯანმრთელებული — 964 957.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 517;
- გამოჯანმრთელებული — 178;
- გარდაცვლილი — 6;
- კარანტინის რეჟიმში — 5 247;
- სტაციონარში — 532;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
COVID-19-ის მძიმე შემთხვევები გულს აზიანებს
COVID-19 ყველაზე მძიმე ფორმებით იმ ადამიანებში გვხვდება, ვისაც უკვე არსებული გულის დაავადებები აქვთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვირუსი ჯანმრთელი ადამიანების გულსაც მნიშვნელოვნად აზიანებს.
გამოცემა ScienceAlert წერს, რომ როდესაც საქმე COVID-19-ის მძიმე ინფექციასთან გვაქვს, გული მასიურ ანთებით პროცესს, სახელად მიოკარდიტს განიცდის. ვირუსი გულის უჯრედებს აინფიცირებს და გულის კუნთის ანთებას იწვევს. ამან, შესაძლოა, გულში ელექტრული გამტარიანობა შეცვალოს, რაც გულს სისხლის ტუმბვის უნარს უქვეითებს. შედეგად, ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ, მათ შორის ფილტვებსაც. ამჟამად უცნობია როგორ ხდება ეს, თუმცა მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მექანიზმს განიხილავენ.
დღის ფოტო
ინდოეთში, ნიუ-დელიში, პოლიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ადგილობრივს აცვია "სიკვდილის ღმერთის" კოსტიუმი და კორონავირუსის ფორმის ბუშტებით გაკეთებულ ყელსაბამს ატარებს. ამ გზით ის ცდილობს სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის კამპანიას შეუწყოს ხელი.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ენტონი ფაუჩი: გვაქვს მკაფიო მტკიცებულება, რომ რემდესივირი მუშაობს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირი ეფექტურია. მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს.
მონაცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- აშშ-ში კორონავირუსის შედეგად იმაზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს.ეროვნული არქივის მონაცემებით, 20-წლიანი ომის განმავლობაში 58 220 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. COVID-19-ით კი ამერიკაში უკვე 58 365 ადამიანია გარდაცვლილი;
- ბრიტანეთში კორონავირუსით ჯამში 26 097 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ქვეყანამ გარდაცვლილთა რიცხვში ის ადამიანებიც დაამატა, რომლებიც მზრუნველობის სახლებში მკურნალობდნენ;
- ოქსფორდის მეცნიერების ვაქცინამ მაიმუნები კორონავირუსისგან დაიცვა
- გერმანიამ საერთაშორისო ფრენები 14 ივნისამდე აკრძალა;
- აშშ-ის CDC: სოციალური დისტანცია ცხოველებმაც უნდა დაიცვან. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, შინაური ცხოველების პატრონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების მიხედვით, ცხოველს სხვა ადამიანებთან ან სხვა ძაღლებთან კონტაქტის საშუალება არ უნდა მისცენ, ასევე მათ ძაღლები სხვებისგან დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით უნდა ასეირნონ;
- "გაათავისუფლეთ ამერიკა" — ილონ მასკი კარანტინის მოწინააღმდეგეებს უერთდება.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
29 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 517 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 178.
რა ხდება საქართველოში
მიიღებენ თუ არა ძიძები, რეპეტიტორები და სხვები კომპენსაციას და როგორ
დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. თვითდასაქმებულების კატეგორიაში შედიან ძიძები, რეპეტიტორები, ლიცენზიის არ მქონდე ტაქსის მძღოლები და სხვები, თუმცა სამინისტრო მათგან კომპნესაციის მისაღებად დამადასტურებელ საბუთს ითხოვს.
კომპენსაციას მისაღებად ამ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ:
- საბანკო ანგარიში (სადაც შრომის ანაზღაურება რამე ფორმით ერიცხებოდათ);
- საბანკო დაფარვები;
- გადახდები;
- ფულადი ტრანზაქცია;
- ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზია;
- იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა.
კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომლებიც პირობითად მუშაობდნენ ძიძად, შემოსავალს იღებდნენ ხელზე და არანაირი საბანკო ტრანზაქცია არ უფიქსირდებათ, სამინისტრო On.ge-ს პასუხობს: "ამ ეტაპზე ვერაფერი".
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა. რეისმა 40 000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები ჩამოიტანა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მიზნობრივი ჯგუფების ტესტირებას აგრძელებს და სამინისტრო მომავალში ამ ჯგუფების გაფართოებას განიხილავს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- საგანგებო ზომების შემსუბუქება დიდი რისკია, მოგიწოდებთ დარჩით სახლში — ცერცვაძე;
- გორის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებით, მათ უმცროს მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა;
- როგორ მიიღებენ კომპენსაციას სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები — მოკლედ;
- სოციალურ აგენტებს ფიქსირებულ ხელფასზე ორჯერ მეტი ბონუსური ანაზღაურება დაერიცხებათ — ტიკარაძე;
- ახალი ალგორითმის შემუშავების შემდეგ იგეგმება ჟურნალისტების ტესტირებაც — ტიკარაძე;
- საქმიანობის აღდგენისთვის კომპანიების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტრო საიტზე დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
მომავალ წელს შევხვდებით — მეგობრული მესიჯი ტურისტებს ნიდერლანდებში ტიტების ბაღიდან
ნიდერლანდებში ყვავილების ფერმამ იმ ტურისტების, რომლებიც ტიტების ყვავილობის სეზონს ვერ ესწრებიან, განსაკუთრებული მესიჯი გაუკეთა. "შევხვდებით მომავალ წელს" — ეს წარწერა და გული ტიტების ბაღში ყვავილებითაა შექმნილი.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება;
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება;
- თითქმის 3 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და პიკი საქართველოში — 26 აპრილის შეჯამება;
- 3 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული და შემსუბუქებული შეზღუდვები საქართველოში — 27 აპრილის შეჯამება;
- საქართველო ფართო ტესტირების მოლოდინში და მილიონზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში — 28 აპრილის შეჯამება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ






კომენტარები