350 მილიონ ევროზე მეტი კორონავირუსთან საბრძოლველად — გაიგეთ, როგორ გვეხმარება ევროკავშირი
ფოტო: TeleTrader
ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად ათასებით იმატებს. იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უდიდესი კრიზისის წინაშე დგანან, თუმცა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიაიენი ამბობს, "ვირუსს საზღვრები არ გააჩნია და გლობალური გამოწვევის გადალახვას ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობა სჭირდება". ამისათვის ევროკავშირი 15 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს.
ევროკავშირის საერთო ძალისხმევა კორონავირუსის დასამარცხებლად არამხოლოდ ორგანიზაციის ფარგლებში ვრცელდება, არამედ ეხება მის პარტნიორ ქვეყნებსაც, ისეთებს, როგორიც საქართველოა. ამ პერიოდში შექმნილი ევროკავშირის სოლიდარობის პროგრამა კი ემსახურება როგორც გადაუდებელი საკითხების, ისე გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებას.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ გამოყო ევროკავშირმა საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი გრანტის, ხოლო 150 მილიონ ევროზე მეტი სესხის სახით და როგორ გვეხმარება ის სხვადასხვა პროექტებით კრიზისის დაძლევაში.
დახმარების პირველი პაკეტი ევროკავშირისგან
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირმა 30 მარტს დახმარების პაკეტი გამოსცა, რომელიც გადაუდებელ საჭიროებებსა და ვირუსით გამოწვეული ზოგადი ეკონომიკური პრობლემების შერბილებას ემსახურება. საქართველოსთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო საგანგებო დახმარების მიზნით, ხოლო 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომა გაიხსნება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 30 მილიონი ევრო გამოუყო სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, ნიღბები, დამცავი სათვლეები, ხალათები და დამცავი ეკიპირება. ასევე, ევროკავშირი გვეხმარება სამედიცინო და ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგსა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდის კუთხითაც.
როგორც სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 30 მარტს განაცხადა: "ახლა ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევარბილოთ ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსით გამოწვეული დარტყმა."
გარდა გადაუდებელი დახმარებისა, ევროკავშირმა სხვადასხვა ეკონომიკური, ტექნიკური და ინფორმაციის გაცვლის დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კრიზისის შემსუბუქებაში დაგვეხმარება.
183 მილიონ ევროზე მეტი საქართველოსთვის
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
მარტის ბოლოს გამოშვებულ დახმარების პაკეტს ერთ კვირაში კიდევ უფრო მასშტაბური პაკეტი დაემატა. 8 აპრილს ევროკავშირმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ გააკეთა განცხადება და თავისი რესურსებიდან 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო. ამ თანხიდან საქართველოსთვის 183 მილიონ ევროზე მეტი იქნება გამოყოფილი.
როგორც კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლებოდა ამ რთულ დროს ყოფილიყო.
დიპლომატის თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ ეკონომიკისთვისაც უდიდესი გამოწვევაა და ასეთ დროსაც ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა.
"ევროპა თავად ებრძვის COVID-19–ის პანდემიას და ცდილობს, მისი მწვავე შედეგების დაძლევას, თუმცა, ის კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად COVID-19–თან გამკლავებაში. ეს თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გაართვას თავი ამ ეკონომიკურად რთულ პერიოდში" — აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
აღსანიშნავია რომ ეს დაფინანსება გრანტის და არა სესხის სახით გამოიყოფა სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად.
150 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
22 აპრილს ევროკომისია კიდევ ერთი დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.
"სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად", — ნათქვამია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის, გაგზავნილ წერილში.
პროექტები და ინიციატივები კორონავირუსის წინააღმდეგ
ფოტო: ევორკავშირი
კორონავირუსის დასაძლევად ევროკავშირმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი. მათ შორის განსაკუთრებულია 40 ათასი სამედიცინო ხალათის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ, დოქტორ გუდსმა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" დახმარებით 12 ახალი საკერავი მანქანა შეიძინა და ერთ კვირაში 40 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოება შეძლო.
ევროკავშირს არც ექიმების განსაკუთრებული წვლილი გამორჩენია კორონავირუსის წინააღმდეგ და 7 აპრილი, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ინიციატივით "გამონახე წუთი, უთხარი #მადლობა!" აღნიშნა.
"ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი", — განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
გარდა ამისა, 9-12 აპრილს ჩატარდა გლობალური ჰაკათონი — Global Hack, რომელმაც ტექნოლოგიების სფეროში ჩართული აქტივისტები, როგორც საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააერთიანა. ჰაკათონის მიზანი იყო ეპასუხა კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კრიზისისთვის. გამარჯვებული გუნდებისთვის ევროკავშირმა დაახლოებით 75,000 ევროს საპრიზო ფონდი გამოყო.
ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ვირუსის შეჩერება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება დიდწილადაა დამოკიდებული სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდებაზე. როგორც ევროპის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, "დეზინფორმაცია ადამიანების სიცოცხლით თამაშია, დეზინფორმაცია კლავს!". სწორედ ამ მიზნით ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ — რეგულარულად ავრცელებს სწორ ინფორმაციას და აგროვებს გავრცელებულ ყალბ მოსაზრებებს.
"პანდემია არის მოტყუების მიზნით გავრცელებული ბოროტი ხუმრობა", "შენგენის სისტემა დაინგრა", "ევროკავშირი პარალიზებულია", "ბალტიისპირეთის ქვეყნები განწირულია", "ლიეტუვაში ექიმები არ არიან", "უკრაინა კი თავისუფალ ვარდნას განიცდის", — ეს ნაწილია იმ გავრცელებული დეზინფორმაციისა, რომელთა მიზანია საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა და დასავლური ინსტიტუტების მიზანში ამოღება. გაიგეთ მეტი კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე და პროექტზე "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის პრევენციის მიზნით საქართველოს 10 რეგიონის 647 ლოკაციაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
დაფინანსების შესაძლებლობები
ევროკავშირმა საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის რამდენიმე საგრანტო პროექტიც წამოიწყო. პროექტები მოიცავს როგორც კრიზისის დაძლევის სწრაფი რეაგირების იდეებს, ისე სასოფლო-სამეურნეო საკითხებს. ესენია:
- საგრანტო კონკურსი: ახალი შესაძლებლობები ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის
- სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ
- წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ
- ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ .
ევროკავშირი აქტიურად აგრძელებს პატრნიორი ქვეყნების დახმარებას პანდემიასთან საბრძოლველად ფინანსური დახმარებების ეკონომიკური, ტექნიკური, თუ საინფორმაციო პროექტების მეშვეობით. და როგორც ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, ეს დახმარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ევროკავშირი იჩენს სოლიდარობას მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს".
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
კომენტარები