ეს შენ გეხება პროკურატურისგან გამოძიების შედეგების გასაჯაროვებას ითხოვს
ფოტო: გვანცა ნემსაძე
კამპანია ეს შენ გეხება პროკურატურას მოუწოდებს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების პროცესისა და მიღწეული შედეგის შესახებ.
როგორც კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოძიების ფონზე ჯერ კიდევ რჩება კითხვები, თუ რა მიზნით ხდებოდა კონკრეტული პირების უკანონოდ თვალთვალი და ვისი ბრძანებით შეგროვდა და დაარქივდა კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. მათი თქმით, ობიექტური გამოძება გაჭიანურებულია.
კამპანია ეს შენ გეხებას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ მუქარები გავრცელდა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოები გამოიძიებდნენ აღნიშნულ დანაშაულს და დამნაშავე პირები უმკაცრესად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე, თუმცა დღესაც საზოგადოებისთვის უცნობია რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 აპრილს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, დღესაც პასუხგაუცემელია შემდეგი კითხვები: რა მიზნით ხდებოდა კონკრეტული პირების უკანონოდ თვალთვალი და მიყურადება, ვისი ბრძანებით ხდებოდა კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შეგროვება და დაარქივება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოება და მათ შორის მთავრობაც და პროკურატურაც საჯაროდ საუბრობენ იმ დანაშაულის სისტემურობაზე, რაც წლებია უკვე საქართველოში ხდება, დანაშაულის ობიექტური გამოძიება ჭიანურდება.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების პროცესის და მიღწეული შედეგის შესახებ.
პროცესის სანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა გააგრძელონ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცხადებაში.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები