ტომ ჰენკსი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
ფოტო: SNL/YouTube
სხვა უამრავი სამუშაო სივრცის მსგავსად, სატელევიზიო სექტორსაც შექმნილ მდგომარეობასთან ადაპტირება დასჭირდება და მათ შორის გამონაკლისი არც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული კომედიური გადაცემა Saturday Night Live-ია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემა დისტანციურად ჩაწერა.
უჩვეულო ფორმატთან ერთად ეს გადაცემა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას არც მეტი, არც ნაკლები ტომ ჰენკსმა უმანსპინძლა.
შეგახსენებთ, რომ ტომ ჰენკსი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
Saturday Night Live-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობის მიღებით ის სწორედ ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ.
"მას შემდეგ, რაც ეს დიაგნოზი დამიდგინდა, ისე, როგორც არასდროს, თავს ამერიკის მამად ვგრძნობდი: ჩემ გვერდით ყოფნა არავის უნდოდა და ყველას დისკომფორტს ვუქმნიდი", — იხუმრა მსახიობმა თავის მონოლოგში.
ჰოლივუდის ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მსახიობის განცხადებით, ის და თავისი ცოლი, რიტა უილსონი ამჟამად თავს უკვე კარგად გრძნობენ:
"მე და ჩემი ცოლი თავს უკვე შესანიშნავად ვგრძნობთ და იზოლაციაში ვართ, როგორც ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ახლა. თუმცა ფაქტია, რომ მუდმივად სპორტულ შარვალში გამოწყობილს კოსტიუმი 11 მარტის შემდეგ პირველად მაცვია. ჩემი ცოლი დამეხმარა ჩაცმაში, რადგან დამავიწყდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს".
ტომ ჰენკსი ხუმრობებთან ერთად ცდილობდა ბალანსი სიტუაციის შესაბამისად სერიოზულ თემებზე საუბრითაც დაეცვა:
"ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ და მადლობას გადავუხდით სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც ასე გვეხმარება: სუპერმარკეტის თანამშრომლები; კურიერები, რომლებსაც ჩვენთვის საჭმელი მოაქვთ; ადამიანები, რომლებიც სხვების დასახმარებლად თავიანთ ხელფასებს იქვითავენ; ქალები და კაცები, რომლებიც ამ ქვეყანას კვლავ სიცოცხლის გაგრძელებაში ეხმარებიან მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ვიზრუნებთ მათზე და ასევე ერთმანეთზე, ახლა კი ამ შოუთი ისიამოვნეთ".
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
კომენტარები